Search the Community
Showing results for tags 'NVIDIA GeForce GTX 780'.
-
ინტერნეტ რესურსმა VideoCardz.com-მა გამოაქვეყნა როგორც თავად იუწყებიან ფინალური/სრული მახასიათებლები GeForce 700 სერიის ორი ახალი ვიდეო ბარათის 780-სა და 770-ის. GeForce 770 და 780 დაფუძნებულნი არიან Kepler არქიტექურაზე ხოლო მონაცემები ასე გამოიყურება: 770 დაფუძნებულია 28-ნანომეტრიულ ჩიპზე GK104-425-ზე, 1536 CUDA ბირთვით, 128 ტექსტური მოდულით(TMU) და 32 ROP ბლოკით. ის ხელმისაწვდომი იქნება GDDR5 2Gb და 4Gb მეხსიერების მოცულობით, 256-ბიტიანი ინტერფეისითურთ, ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 7008 MHz-ს, ბირტვის ქარხნული სიხშირეა 1046MHz, მისი გაზრდა შესაძლებელი იქნება 1085MHz-მდე NVIDIA GPU Boost 2.0 ტექნოლოგიის წყალობით. TPD-ს დონე შეადგენს 230ვატს. 780 დაფუძნებულია 28-ნანომეტრიულ ჩიპზე GK110-300-ზე, 2304 CUDA ბირთვით, 192 ტექსტური მოდულით(TMU) და 48 ROP ბლოკით. ის ხელმისაწვდომი იქნება GDDR5 3Gb მეხსიერების მოცულობით, 384-ბიტიანი ინტერფეისითურთ, ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 6008 MHz-ს, ბირტვის ქარხნული სიხშირეა 863MHz, მისი გაზრდა შესაძლებელი იქნება 902MHz-მდე NVIDIA GPU Boost 2.0 ტექნოლოგიის წყალობით. TPD-ს დონე შეადგენს 250ვატს ორივე მოდელს ექნება კომპანიის საფირმო ტექნოლოგიების მხარდაჭერა: GPU Boost 2.0, PhysX, CUDA, SLI და 3D Vision Surround ასევე DirectX 11.1-ის. 780-ის საშუალო ფასი იქნება $599 ხოლო 770-ის $449
- 93 replies
-
- 22