ქსელში უკვე დიდი ხანია რაც ვრცელდება ინფორმაცია კომპანია Samsung ის ახალ ფლაგმან Galaxy Alpha სთან დაკავშირებით. დღეს კი ოფიციალურად გახდა დეტალები ცნობილი ამ ახალი სმარტფონის შესახებ , რომლის მთავარი სიახლე იქნება მეტალის ჩარჩო მის გარშემო და საკმაოდ თხელი დიზაინი.
როგორც ვხედავთ სმარტფონი წარმოდგენილი იქნება 4 სხვადასხვა ფერში ისევე როგორც წინა ფლაგმანი Galaxy S5 , მისი სისქე იქნება სულ რაღაც 6.7 მმ. წონა კი 115 გრამი.
სმარტფონს ექნება 4.7" Super AMOLED ეკრანი 720P რეზოლუციით (1280x720). იგი დაფუძნებული იქნება Exynos 5 Octa ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას ექნება 4 ბირთვიანი Cortex-A15 (1.8GHz) + 4 ბირთვიანი Cortex-A7 (1.3GHz) პროცესორი , ჯამში 8 ბირთვი , 2GB ოპერატიული მეხსირება და 32GB შიდა მეხსიერება რომლის გაზრდაც ვერ მოხდება.
Galaxy Alpha აღჭურვილი იქნება 12MP უკანა და 2.1 MP HD Selfie კამერით , მისი ბატარეის ტევადობა იქნება 1860 mah , ოპერაციული სისტემა კი უახლესი Android 4.4.4 KitKat.
Samsung ის ახალი ფლაგმანის ფასი 690 ამერიკული დოლარი იქნება.