Search the Community
Showing results for tags 'Mantle'.
-
მაშ ასე დადგა დრო წარმოგიდგინოთ კომპანია AMD ს უკანასკნელი და უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა AMD Catalyst™ 14.1 დრაივერის ვერსიის სახით > AMD Mantle , რომელმაც მართლაც რომ ძალიან კარგი შედეგი გვაჩვენა , თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით , ჯერ უფრო ფართოდ გავეცნოთ ამ ტექნოლოგიას და მის უპურატესობებს კონკურენტ Nvidia GeForce GTX სერიის ვიდეო ბარათებთან და Direct X11.1 თან შედარებით. რას წარმოადგნეს Mantle ? როგორც ზემოთ აღინიშნა ესაა უნიკალური ტექნოლოგია , რომელიც გამოყენებული იქნება კომპანია AMD ს ახალ Graphics Core Next არქიტექტურით დამზადებულ ვიდეო ბარათებსა და მათ დრაივერში. გაუწევს თუ არა Mantle კონკურენციას DirectX ს ? შეიძლება თამამად ითქვას , რომ ეს ასეც იქნება , საქმე ისაა რომ Mantle უფრო ფართოდ იყენებს ვიდეო ბარათების და ზოგადად სისტემის სიმძლავრეს გრაფიკულ სამუშაოზე და განსაკუთრებით თამაშებში. ვიხილავთ თუ არა ამ ტექნოლოგიას ახალ კონსოლებში ან სხვა სისტემებში როგორიცაა Linux ან Steam OS ? ამაზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა რადგან ეს ტექნოლოგია დღეს გაუშვა AMD მ ახალი 14.1 დრაივერის ვერსიის სახით , თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია. რა არის საჭირო იმისთვის რომ გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია ? მხოლდო AMD ს ახალი დრაივერი და მასთან ტავსებადი ვიდეო ბარათი გეტყვით იმასაც რომ ეს დრაივერი საშუალებას გაძლევთ ამუშაოთ სისტემა მსგავსი ძალით ერთდროულად 2 ან 3 მონიტორზეც კი , Mantle API იმუშავებს CrossFire რეჟიმშიც , სადაც კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა Mantle სა და Direct X ს შორის. Mantle API სთან თავსებადია შემდეგი სერიის ვიდეო ბარათები : AMD Radeon™ R9 AMD Radeon™ R7 AMD Radeon™ HD 7000 AMD Radeon™ HD 8000 2014 AMD A-Series APUs (“Kaveri”) ( ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი ) ამ წუთოსათვის AMD Catalyst 14.1 იგივე Mantle მუშაობს მხოლოდ თამაშ Battlefield 4 ში , მოდით ვნახოთ რა შეუძლია მას > დრაივერის ინტერფეისი : გატესტილი იქნება საშუალო კლასის AMD A10-7850K პროცესორი Mantle და Direct X11 ზე , ასევე მაღალი კლასის 6 ბირთვიანი Intel Core i7 3860x პროცესორი , სატესტოდ ასევე გამოყენებული იქნება 8GB ოპერატიული მეხსიერება და SSD + R9-290X ვიდეო ბარათი . პირველი ტესტი A10-7850K ინტეგრირებული ვიდეო დაფით თამაშ Battlefield 4 ში იგივე ტესტი R9-290X ის გამოყენებით ახლა კი Intel ის პროცესორ i7 3960X + R9-290X საშუალო გრაფიკით Ultra გრაფიკით იგივე სისტემა სტატია საკმაოდ მოკლე გამოვიდა რადგან ჯერ-ჯერობით AMD Mantle Battlefiled 4 ზე მუშაობს , თუმცა ამ ტესტში კარგად გამოჩნდა ამ ტექნოლოგიის უპირატესობა Direct X11.1 თან მიმართებაში და უნდა ვივარაუდოდ რომ AMD Mantle საკმაოდ წარმატებული პროექტი/ტექნოლგია იქნება.
- 56 replies
-
- 11