Search the Community
Showing results for tags 'MSI GX70'.
-
დიდი ხანი არ არის რაც გავრცელდა ხმა რომ კომპანია MSI აპირებდა გამოეშვა ახალი სათამაშო ნოუთბუქი GX70 და ესეც მოხდა, შედგა მისი ოფიციალური ანონსი, მიიღო კომერციული სახელი MSI GX70 3BE. მის კონფიგურაციაში შედის ოთხ ბირთვიანი AMD A10-5750M (2,5/3,5 GHz) პროცესორი, DDR3L-1600 ოპერატიული მეხსიერება(მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 32Gb), Radeon HD 8970M ვიდეობარათი 2Gb მოცულობით, 500Gb ან 750Gb მყარი დისკი, DVD ან Blu-ray დისკწამყვანი, ასევე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია RAID 0 მასივის ჩამონტაჟება 2 SSD-თი(თითოეული 64Gb). ახალ მოდელს ასევე აქვს Wi-Fi (802.11 b/g/n), Bluetooth v4.0 და Gigabit Ethernet ქსელის მოდულები, HD-ვებ კამერა, 7800 მილიამპერიანი ბატარეა, იმყოფება OS Windows 8 ოპერაციული სისტემის ქვეშ. MSI GX70 3BE-ს ასევე აქვს Eyefinity ტექნოლოგიის მხარადჭერა- გამოსახულების გამოტანა 3 დისპლეიზე, ამისათვის ერთდროულად იყენებს HDMI, Mini-DisplayPort და D-Sub პორტებს. მის მახასიათებლებში ასევე შედის Creative Sound Blaster Cinema და SteelSeries კლავიატურა LED განათებით, 17,3 დიუმიანი FHD დისპელეი(1920x1080 პიქსელი). ნოუთბუქის მასა შეადგენს 3,9კგ-ს ხოლო სისქე კი გახლავთ 55მმ.