კომპანია Micro-Star International (MSI)-მა ეკონომიური მომხმარებლებისათვის გამოუშვა ბიუჯეტური პლანშეტი Enjoy 71 რომელიც დაფუძნებულია ორბირთვიან Amlogic AML8726-MX პროცესორზე რომელიც მუშაობს 1,5გჰზ-ზე, აღჭურვილია 7 ინჩიანი დისპლეითა და IPS მატრიცით 1024 x 600 გაფართოებით და შუქდიოდური განათებით.
მოწყობილობის გავარიტებია 191 x 119 x 8,9მმ, გარს აკვირა ალუმინის კორპუსი, ამ მოდელის მასა კი შეადგენს 299გრამს, ტაბლეტი მუშაობს Android 4.0 (Ice Cream Sandwich)-ზე და მის ასორტიმენტში შედის ასევე: 1Gb DDR3 ოპერატიული მეხსიერება; 8Gb შიდა ფლეშ მეხისერება; ორი ინტეგრირებული კმაერა(წინა 0,2მპ ხოლო უკანა 2მპ); microSD/SDHC სლოტი; G-სენსორი; Wi-Fi 802.11b/g/n მოდული; Mini HDMI და Micro USB 2.0 პორტები; 3,5მმ მინი ჯეკი ყურსასმენებისთვის; 3200 მილიამპერიანი ბატარეა;
აღნიშნული მოწყობილობის გაყიდვა ტაილანდში უკვე დაიწყო და მისი ფასია $172.