კომპანია Dell-მა დაანონსა ახალი ბიზნეს კლასის ულტრაბუქი და პლანშეტი რომლებიც შესანიშნავად ეთავსება Windows 8 ოპერაციულ სისტემას, ეს ორი ახალი პროდუქტი Latitude-ს ხაზიდან არის.
Latitude 6340U ითვლება პირველ ულტრაბუქად ამ ხაზში.როგორც სხვა მოწყობილობები Latitude-ს ხაზში ამასაც აქვს შესანიშნავი ძლიერი კორპუსი,დამცულია ვიბრაციული ზემოქმედებისგან,დარტყმისგან, ტემპერატურის ცვალებადობისგან და აქვს მხარდაჭერა ბიზნეს-ფუნქციებით. მისი სისქე შეადგენს სულ რაღაც 2სმ, მასა-1.66კგ. ასევე მის სიახლეებში შედის ის რომ მუშაობს Windows 8 Professional ბაზაზე, მას შეუძლია ავტონომიურ რეჟიმში 10 საათამდე მუშაობა.
ასევე კომპანია Dell-მა წარადგინა ბიზნეს-მომხმარებლებისთვის 10 დიუმიანი პანშეტი Latitude 10. ამ უკანასკნელზე არც ისე ბევრი ინფორმაცია არის , ცნობილია ის რომ ის იმუშავებს Windows 8-ზე, ხოლო ავტონომიურ რეჟიმში შეეძლება 18 საათამდე მუშAობა.