კომპანია Toshiba-მ შექმნა ასე ვთქვათ ალტერნატიური ვარიანტი MacBook Pro Retina-სა და Chromebook Pixel-ის რომელსაც გააჩნია 13.3 დიუმიანი დისპელეი, მატრიცის სითხე შეადგენს 18მილიმეტრტს, ეკრანის გაფართოება კი 2560x1440 პიქსელს, დაცულია ნაკაწრებისგან Gorilla Glass ტექნოლოგიით და აქვს multi-touch და Intel Wireless Display ტექნოლოგიების მხარდაჭერა.
ულტრაბუქი აღჭურვილია ორბირთვიანი Core i5-3337U (1,8/2,7 MHz) ან i7-3537U (2,0/3,1 MHz)
პროცესორით, 8Gb DDR3-1600 ოპერატიული მეხსიერებით, 256Gb SSD-თი ,Wi-Fi და Bluetooth 4.0 ადაპტერებით, Harman/Kardon-ის სტერეოდინამიკებით, HD ვებკამერით, მულტიფორმატული ქარდრიდერით, 3x USB 3.0 პორტით. მოწყობილობას შეუძლია ავტონომიურ რეჟიმში 6 საათისა და 10 წუთის ხანგრძლივობით მუშაობა(დატესტილია MobileMark-ის საშუალებით).
Toshiba Kirabook-ს მოყვება Windows 8 Pro ოპერაციული სისტემა ასევე დემო ვერსია office 365-ის, Norton Internet Security (24 თვიანი ლიცენზიით) და სხვა პროგრამები.
Toshiba-ს ახალი მოწყობილობის ფასი აშშ-ს ბაზრისთვის იქნება $1600-დან $2000-მდე.