Search the Community
Showing results for tags 'Irrational Games'.
-
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კენ ლევინი (Ken Levine) და მისი სტუდია Irrational Games მუშაობდა Project Icarus-ზე, ეს უკანასკნელი, კი BioShock Infinite აღმოჩნდა. გუშინ კი პრესის წარმომადგენლებისთვის გამართეს დემონსტრაცია ნიუ-იორკში. ამ დღეებში ქსელში გავრცელდება ვიდეო, სადაც თამაშის რეალური გეიმფლეი იქნება ნაჩვენები. BioShock: Infinite - ეს არის პირველი პირის შუთერი, რომელშიც მოქმედება 1912 წელს ხდება. ეს იქნება ახალი განსხვავებული თამაში, რომლის მოქმედებაც წ#$%ს ქალაქ Rapture-დან დიდ ცის ქალაქ Columbia-ში გადავა. Pinkerton-ის ყოფილი აგენტი ბუქერ დეუითი (Booker DeWitt) გაგზავნილი იყო Columbia-ში, რათა გადაერჩინა ელიზაბეტი (Elizabeth), ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ძალით ყავდათ ამ ქალაქში ბავშვობიდან. ბუქერმა ურთიერთობა უნდა დაამყაროს ელიზაბეტთან, ასწავლოს თავისი შესაძლებლობების გამოყენება და ამ ნიჭის წყალობით უნდა გამოიქცნენ ცის ქალაქიდან და დაბრუნდნენ დედამიწაზე. მთავარ გმირს ასევე მოუწევს ბევრი ბრძოლა განსხვავებულ მოწინაღმდეგეებთან. ჩვენს არსენალში შევა მრავავალი სახის იარაღი სხვადასხვა შესაძლებლობებით. ამ თამაშის რელიზი 2012 წელს არის დაგეგმილი, გამოიყენებს Unreal Engine 3 ძრავს. P.S BioShock in the sky is coming! წყარო#1: GameTech.ru წყარო#2: GameTech.ru თრეილერი: Debut Trailer http://www.gametrailers.com/player/702795.html Starting From Scratch Interview http://www.gametrailers.com/player/702825.html Story & Concepts Interview http://www.gametrailers.com/player/702804.html