ცნობილმა ოპერატიული მეხსიერების და HDD-ების მწარმოებელმა კომპანია Kingston-მა ახალი ორსიხშირიანი RAM-ების სერია HyperX Fury. ახალი მოდელები გათვლილია როგორც საშუალო სეგმენტის კომპიუტერებისათვის(4Gb DDR3-1333) ასევე გეიმერებისა და ენთუზიასტებისთვის (2x 8Gb DDR3-1866). ახალ მოდულებს აქვთ თეთრი,შავი,ცისფერი და წითელი არც ისე მაღალი რადიატორები. მათი ზომებია 133,35 x 32,8მმ.
ახალი ოპერატიული მეხსიერებები თავსებადია Intel P55, H67, P67, Z68, Z77, Z87 და H61 ჩიპსეტებთან და ასევე AMD-ს დესკტოპ პლატფორმისთვის. მათი ტაიმინგები კი ასე გამოიყურება 9-9-9, 10-10-10 ან 10-11-10. ყველა მოდელი დატესტილია აქვთ სამუდამო გარანტია და უფასო ტექნიკური მომსახურება. დაწვრილებით აღწერილია მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.