როგორც ჩინური კომპანია Huawei არ აპირებს გაჩერებას და კვლავ განაგრძობს სმარტფონების გამოშვებას Windows Phone ოპერაციული სისტემის ქვეშ, Ascend W1-ის შემდეგ კი როგორც ქსელში გავრცელდა ინფორმაცია აპირებს Ascend W2-ის გამოშვებას რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი Mid-end კლასის სმარტფონი.
მოდელი აღჭურველი იქნება 4,3 დიუმიანი IPS WVGA LCD დისპლეით გაფართოებით(800x480 პიქსელი) ასევე 5 მეგაპიქსელიანი კამერა. სმარტფონის მაღალ წარმადობაზე იზრუნებს Qualcomm Snapdragon პროცესორი 1,4 GHz სიხშირის მქონე და 512MB ოპერატიული მეხსიერება. დანარჩენი Ascend W2-ის ტექნიკურ მონაცემებში შედის Wi-Fi, Bluetooth და GPS მიმღებები. როგორც ცნობილია ექნება 1700 mAh ბატარეა. შიდა ფლეშ- მეხსიერებასთან დაკავშირებით არაფერი არ არის ცნობილი, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელი იქნება Micro SD ბარათის საშუალებით.