Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'HD 6670'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. AMD-ეს ახალი Radeon HD 6570 და 6670 გრაფიკული ბარათები, როგორც თქვენთვის ცნობილია, განკუთვნილნი არიან ბაზრის 80-100$-იანი სეგმენტისათვის და საინტერესოა, მართლა შეძლებენ თუ არა ისინი ამ უაღრესად კონკურენტუნარიან გარემოში ადგილის დამკვიდრებას თუ ეს მცირე ევოლუციური ცვლილებები მეტისმეტად უმნიშვნელო ხასიათისაა? ეს ახალი პროდუქტები Radeon HD 5570 და 5670-ის ერთგვარი ბუნებრივი გაუმჯობესებას წარმოადგენენ. მათი საწყისი ღირებულება 65 და 80$-იდან იწყება შესაბამისად, მეორე მათგანი კი გამორჩეულია იმით, რომ ის გახლავთ ყველაზე მძლავრი რეფერენსული გადაწყვეტილება, რომელსაც არ სჭირდება PCIe კვების კაბელი. Radeon HD 5000 სერიის ბარათებთან შედარებით, ახალი ხაზის პროდუქტებმა განიცადეს ოდნავი (თუმცა შესამჩნევი) არქიტექტურული მოდერნიზაცია, ასე, რომ შეგვიძლია იმის ვარაუდი, რომ ისინი წინამორბედების მსგავსნი იქნებიან. პირველ რიგში, მოდით შევიტყოთ თუ როგორ არის მოწყობილი Turks GPU: თქვენ ხედავთ Barts GPU-ს შთამომავალს, რომელიც წარდგენილ იყო Radeon HD 6800 სერიით, რომელიც თავის მხრივ, გახლდათ Cypress-ის გაგრძელება. მისი SIMD ძრავების რიცხვი შემცირებულ იქნა ექვსამდე, რომელთაგანაც თითოეული დაკავშირებულია ოთხ ტექსტურ იუნიტთან და გააჩნია 16 thread პროცესორი, ხოლო ორი ცალი 64-ბიტიანი მეხსიერების კონტროლერი უზრუნველყოფს პროდუქტს 128-bit ინტერფეისით. Turks-ს გააჩნია მსგავსი თავისებურებები, რაც Radeon 6000 ხაზს: გაუმჯობესებული ტესელაციური წარმადობა, Eyefinity (ამ კონკრეტულ მოდელებს აქვთ ოთხ დისპლეიმდე მხარდაჭერა) და Blu-ray 3D დეკოდური აქსელერაცია. ამ მომენტისათვის, აღნიშნულ GPU-ს თქვენ შეხვდებით ორ სპეციფიურ კონფიგურაციაში: Radeon HD 6570-სა და 6670-ში. ახლა კი, სქემაზე შევხედოთ მათ პოზიციურ განლაგებას: Radeon HD 5570-ისა და 6570-ის სიხშირეები მსგავსია, ხოლო Radeon HD 6670-ის მახასიათებელი კი, 25 მჰზ-ით აღემატება 5670-ისას. აქედან გამომდინარე, ახალმა ბარათებმა, წარმადობის მხრივ, წესით უნდა აჯობონ მათ წინამორბედებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უპირატესობა არ არის გარკვევით წარმოჩენილი. მაშინ, როდესაც განსაკუთრებულს არაფერს ველით იგივე ღირებულების მქონე GeForce GT 240-საგან (Radeon HD 5670-ზე დაბალი წარმადობის დონით), ალბათ დაძაბული შეჯიბრი იქნება GeForce GTS 450-სა და ახალ Radeon HD 6670-ს შორის. თუმცა, სანამ უშუალოდ ტესტებზე გადავიდოდეთ, მოდით ჯერ თვალი შევავლოთ AMD-ს ორ ახალ რეფერენს პროდუქტს. ორივე ბარათის სიგრძე განახევრებულია, რითაც ისინი იდეალურნი არიან HTPC აპლიკაციებისათვის. ერთი შეხედვით, რთულია მათი ერთმანეთისაგან გარჩევა, მიუხედავად წარმადობაში დიდი განსხვავებისა. მხოლოდ Radeon HD 6670-ის გაცილებით დიდი ზომის ქულერი ამარტივებს მის ცნობას და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს კომპონენტი თავსდება ერთი PCIe სლოტისათვის განკუთვნილ სივრცეში. ბარათებს გააჩნიათ მეორე თაობის PCI Express სლოტის 75W-იანი ლიმიტი, ხოლო Radeon HD 6670, როგორც უკვე აღინიშნა, ხდება უსწრაფესი რეფერენს მოდელი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი კონექტორი. ორივე პროდუქტი აღჭურვილია DVI-D, DisplayPort და ანალოგ VGA გასასვლელებით. DVI-D-ს გააჩნია DVI-to-HDMI ადაპტერი - 3D დისპლეისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ GPU-თი შესაძლებელია ოთხი ეკრანის ჩართვა, გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთმა მწარმოებელმა, თავის ბარათებზე განათავსოს უფრო მეტი პორტი, თუმცა მათი უმეტესობა, ალბათ მაინც უფრო გამარტივებულ კავშირის საშუალებებს აირჩევს. გამომდინარე იქიდან, რომ Radeon HD 6570-ს და 6670-ს მსგავსი PCB გააჩნიათ, გასაკვირი არ არის, რომ ორივე აღჭურვილია GDDR5 RAM-ით. შესაძლოა, Radeon HD 6570-ის DDR3 ვერსიას ოდნავ განსხვავებული აგებულება აქვს. მისი წარმადობის დონე, დღევანდელ ტესტირებაში მონაწილე ბარათთან შედარებით, უფრო დაბალია. სატესტო კონფიგურაცია და ბენჩმარკები გარდა ახალი Radeon HD 6570 GDDR5-ისა და 6670-ისა, ბენჩმარკებში შესულ იქნებიან ისეთი მნიშვნელოვანი მონაწილეებიც, როგორებიც არის Radeon HD 5570, Radeon HD 5670, GeForce GT 240 GDDR5 და GeForce GTS 450. დავიწყოთ 3DMark 11-ით: გაითვალისწინეთ, რომ GeForce GT 240 GDDR5 ამ ბენჩმარკიდან ამოღებულია, იმიტომ, რომ მას არ გააჩნია DirectX 11-ის მხარდაჭერა.GDDR5-ით აღჭურვილი Radeon-ები მჭიდრო შედეგებს გვიჩვენებენ და მხოლოდ DDR3-ის მქონე HD 5570 ჩამორჩება დანარჩენებს. როგორც ხედავთ, GeForce GTS 450-მა შესამჩნევი უპირატესობა მოიპოვა. DirectX 11 tessellation-ის მხარდაჭერის არქონის გამო, GeForce GT 240 არ მონაწილეობს მეორე ბენჩმარკშიც. Radeon HD 6570 GDDR5 ფეხდაფეხ მისდევს 5670-ს, ხოლო Radeon HD 6670-ს გააჩნია მცირე უპირატესობა AMD-ეს დანარჩენ მოდელებთან შედარებით. GeForce GTS 450 პირველ პოზიციაზე განთავსდა, რაც სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ მის პოზიციას უფრო მაღალი ღირებულების ბარათების სეგმენტში. Crysis 2 აქ კი, Radeon HD 6670-ის შედეგები, ჩვენდა გასაოცრად, თითქმის GeForce GTS 450-ის იდენტურია, ხოლო 5670 და 6570-იც ასევე, საკმაოდ ახლოს იმყოფებიან GeForce GT 240 GDDR5-თან. Bulletstorm Bulletstorm-ს, კვლავაც გარკვეული პრობლემები აქვს 1680x1050 გაფართოებაზე, თუმცა ტესტებში მასაც გამოვიყენებთ: 1280x1024-ზე, GDDR5-ის მქონე ბარათები, მჭიდრო შედეგებს აფიქსირებენ, ხოლო 1920x1080-ზე კი, ინტერვალები შესამჩნევად იზრდება. Metro 2033 ამ თამაშს გააჩნია DirectX 11 რეჟიმის ტესელაცია, მაგრამ GeForce GT 240-ს მისი მხარდაჭერა არ მოეპოვება. ამგვარად, ბენჩმარკში ის გატარებულ იქნა DirectX 10 კოდურ ველზე. ნაკლებად მომთხოვნ დატვირთვას, როგორც ჩანს, არ მოაქვს სარგებელი GeForce GT 240 GDDR5-ისათვის, რადგანაც ის არც თუ ისე დამაჯერებლად უსწრებს DDR3-ით აღჭურვილ Radeon HD 5570-ს. Aliens Vs. Predator კვლავაც, აქ გვაქვს DirectX 11 ბენჩმარკი, რომლის გაშვებაც GeForce GT 240-ს არ შეუძლია (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თამაშს გააჩნია DirectX 10 ბარათების მხარდაჭერა). მაღალ რეზოლუციებზე შედეგები ახლოს არის ერთმანეთთან, თუმცა პოზიციები ისევ მსგავსია. F1 2010 High details დონე, ამ კლასის გრაფიკული ბარათებისათვის ცოტა არ იყოს და მეტისმეტია. კარგია ის, რომ ეს თამაში ფანტასტიურად გამოიყურება საშუალო ხარისხის პარამეტრებზეც: სურათი უცვლელია, Nvidia-ს GeForce GTS 450 პირველ ადგილზეა. Just Cause 2 ახლა კი შევიტყოთ, გვიჩვენებს თუ არა ამ თამაშის მოთხოვნადი გრაფიკული ძრავი დაძაბულ პაექრობას ამ შეჯიბრში. როგორც ჩანს არა - შედეგები წინა ტესტების მსგავსია. H.A.W.X. 2 ეს თამაში მნიშვნელოვნად იყენებს ტესელაციას, მაგრამ ის გამორთულ იქნა იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო GeForce GT 240 GDDR5-საც. მიუხედავად ზემოაღნიშნული მოქმედებისა, H.A.W.X. 2 ძლიერ უპირატესობას მაინც GeForce ბარათების მიმართ იჩენს. GeForce GT 240 აქ შედარებით ნორმალურად გამოიყურება და ფეხდაფეხ მისდევს მაღალწარმადოვან Radeon-ებს. Anti-Aliasing Benchmarks Radeon HD 6670 ამცირებს დისტანციას GeForce GTS 450-თან მიმართებაში, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც მას გააჩნია 100 მჰზ-ით მეტი GDDR5 და ასევე ოდნავ დიდი მეხსიერების გამტარიანობა. Overclocking And CrossFire Benchmarks რეფერენს ბარათი Radeon HD 6570 GDDR5 შეზღუდულია 675 მჰზ-იანი ლიმიტით - Catalyst Control Center Overdrive პანელში. ამიტომაც, გამოვიყენეთ MSI Afterburner-ის ოვერქლოქინგის უტილიტა, უფრო მაღალი სიხშირეებისათვის. ამ ცდებს ტყუილად არ ჩაუვლია და მიღწეულ იქნა 845 და 1150 მჰზ აჩქარებები - ბირთვისა და მეხსიერებისათვის შესაბამისად. პირველ შემთხვევეაში, ეს 45 მჰზ-ით მეტია Radeon HD 6670-ის ქარხნულ მახასიათებლებზე. უფრო შთამბეჭდავი კი ის გახლავთ, რომ ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, რომელსაც Afterburner-ის იძლევა. Radeon HD 6670-ის Turks GPU უკვე აჩქარებულია 800 მჰზ-მდე, თუმცა მოვახერხეთ და ის გავზარდეთ 940-მდე. მეხსიერების ნიშნული Radeon HD 6570 GDDR5-ის მსგავსად, 1150 მჰზ-ია. ეს ბარათები ჩვენ ერთად განვათავსეთ CrossFire კონფიგურაციაში და სურვილი გვქონდა, რომ ისინი გვემუშავებინა Radeon HD 6670-ის ქარხნულ სპეციფიკაციებზე. თუმცა, ამისაგან არაფერი გამოვიდა, რადგანაც Afterburner-ი ‘იქრაშებოდა’, ამიტომ შევამცირეთ Radeon HD 6670-ის სიხშირეები: მაღალი მაჩვენებლებით, Radeon HD 6570 წარმადობის დონით უსწრებს ქარხნულ Radeon HD 6670-ს. მეორე მათგანის აჩქარებით, მიღწეულ იქნა შესამჩნევი გაუმჯობესება, თუმცა GeForce GTS 450-მდე მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. ორი ცალი Radeon HD 6570 GDDR5, CrossFire რეჟიმში საოცრად გამოიყურებოდნენ და მიუახლოვდნენ Radeon HD 6790-ს. HD Video Quality: HQV 2.0 ახლა კი, მოდით HQV 2.0 ბენჩმარკის საშუალებით, გავიგოთ ამ ბარათების შესაძლებლობები - მაღალი ხარისხის ვიდეო გამოსახულების უზრუნველყოფის მხრივ. ამ ტესტში, მაქსიმალური მწვერვალი, AMD-ეს ბარათებს შორის, მიაღწია ~80$-იანმა Radeon HD 6570-მა (შედეგი - 201), უკეთესის ჩვენება ვერ შეძლეს უფრო ძვირადღირებულმა Radeon-მაც. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა GeForce ხაზთან შედარებით, რომელშიც ტოპ-შედეგი დაახლოებით 160 ქულას გაუტოლდა. Power, Temperature And Noise Benchmarks სანამ უშუალოდ ტესტების შედეგებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ GT 240 GDDR5 არ არის რეფერენსული მოდელი, ხოლო Gigabyte GV-N240D5-512 - კი. Radeon HD 6670-მა გაგვაოცა, რადგანაც მოიხმარს უფრო ნაკლებ ენერგიას დატვირთვის დროს, ვიდრე Radeon HD 5670. GeForce GTS 450-ს აქ გარკვეულ სირთულეებს განიცდის და მისი შედეგები ბევრად აღემატება დანარჩენებისას. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვიყენებთ 3DMark 11-ს, ასე, რომ DirectX 10-ის მქონე GeForce GT 240-ს არ შეუძლია ამ ბენჩმარკში მონაწილეობის მიღება. Radeon HD 6570-ის GPU ტემპერატურა ყველაზე მაღალია და ეს გასაკვირიც არ არის, თუ მხედველობაში მივიღებთ მის პაწაწინა ქულერს. ამ დავალებას უფრო ეფექტურად უმკლავდება 6670-ის უფრო დიდი ზომის დაფა და ფენი. ხმაურის მხრივ, GeForce-ის ბარათები შესანიშნავად გამოიყურებიან, თუმცა მათ არც თუ ისე დიდი მანძილით ჩამორჩევიან Radeon-ის პროდუქტები. დასკვნა საბოლოო შეჯამებისათვის, მოდით შევხედოთ სათამაშო წარმადობის საშუალო შედეგებს - 1680x1050-ზე, ამ დონის ბარათებისათვის ყველაზე გავრცელებულ რეზოლუციაზე: Radeon HD 6670 ცოტათი სჯობს 5670-ს, ხოლო GDDR5-ით აღჭურვილი 6570 ოდნავ უფრო ცუდად გამოიყურება.სიის ბოლოში განთავსდა AMD-ს Radeon HD 5570 DDR3. 60$-ის ფასად, ეს მშვენიერი საწყისი დონის სათამაშო ბარათია, რომელსაც შეუძლია 1280x1024-ზე მუშაობა და ზოგჯერ 1680x1050-ზეც, როდესაც დეტალების პარამეტრები შემცირებულია. GeForce GT 240 GDDR5 მასზე 20%-ით უკეთეს შედეგს გვიჩვენებს, მაგრამ ის 80$-ის ფარგლებში იმყოფება. თითქმის იგივეს თქმა შეიძლება Radeon HD 5670-ზეც, რომელიც აფიქსირებს წარმადობის ორმაგ ზრდას. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც DirectX 10-ით შემოიფარგლება, არის GeForce GT 240 და საოცარი არ არის, რომ ის მოწინავე პოზიციებზე არ მოხვდა. გადავიდეთ Radeon HD 6570-ზე. GDDR5-ით აღჭურვილი, ის არ გახლავთ ისეთი სწრაფი, როგორც Radeon HD 5670, თუმცა მისი რეკომენდირებული ფასი 79$, ძალიან წააგავს 5670-სას. თქვენ შეგიძლიათ შემეკამათოთ, რომ Radeon HD 6570 GDDR5-ს აჩქარების უკეთესი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ დარწმუნებულნი იქამდე ვერ ვიქნებით, სანამ არ დავტესტავთ უშუალოდ retail მოდელებს, ვიდრე რეფერენსულ პროდუქტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შედარებით ადრინდელი Radeon HD 5670 ინარჩუნებს მისაღებ 80$-იან ღირებულების ნიშნულს და ის ნამდვილად არ არის მოძველებული. საინტერესო იქნებოდა 512 მბ-იანი DDR3-ით აღჭურვილი Radeon HD 6570-ის დატესტვა. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ GDDR5-ის მქონე 6570 საკმაოდ პოპოლარული გახდება თუ მწარმოებლები გადაწყვეტენ 5570-ის GDDR5 ვერსიის გამოშვებას, მხოლოდ უფრო შემცირებული DDR3 მეხსიერებით. არ არის გამორიცხული, რომ Radeon HD 6570-იც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუმცა დაზუსტებით ამას მხოლოდ დროთა განმავლობაში შევიტყობთ. 512 მბ-იანი DDR3-ზე დაფუძნებული ბარათი, შეიძლება ვერ გვიჩვენებდა Radeon HD 5570-ზე უკეთეს შედეგებს თამაშების ბენჩმარკებში, მაგრამ ის საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება აღმოჩნდებოდა HTPC-ებისათვის, რომელსაც ექნებოდა მაღალხარისხიან ვიდეოსთან გამკლავების შესანიშნავი უნარი იმ ბარათების მსგავსად, რომლებიც დღევანდელ ტესტირებაში მონაწილეობდნენ. Turks-ით აღჭურვილ Radeon HD 6670-ს რაც შეეხება.. მისი წარმადობის დონე უდავოდ Radeon HD 5670-ზე უკეთესია, მაგრამ მისი ღირებულება 99$, მეტისმეტად ახლოს არის ისეთ მძლავრი ბარათების ნიშნულებთან, როგორებიცაა Radeon HD 5750 და GeForce GTS 450. ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნაც, რომ ყველაზე იაფი GTS 450 ხელმისაწვდომია 115$-ად, რაც მხოლოდ იმას ამტკიცებს, თუ როგორი ცვალებადია გრაფიკული ბარათების ბაზარი სინამდვილეში. 99$-იანი Radeon HD 6670-იც უბრალოდ მეტისმეტად ძვირია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Radeon HD 5750-ში და GeForce GTS 450-ში სულ რამდენიმე დოლარით მეტის გადახდა მოგიწევთ. დროთა განმავლობაში, AMD Radeon HD 6670-ის ფასი დაიწევს 80$-ის დონემდე, სადაც არის მისი ადგილი და ჩაანაცვლებს Radeon HD 5670-ს. გახსოვთ ალბათ, რომ მისი MSRP-იც, გამოშვების დროს ასევე 99$ იყო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.