E3 2014-ზე ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში:
https://www.youtube.com/watch?v=teH5Oowj-J8
პროექტს უძღვება Yager Development, რომელიც ასევე ქმნის Dead Island 2-ს და წარსულში ცნობილია Spec Ops: The Line-ით. როგორც ჩანს, 130 პერსონალიანი სტუდია ბერლინში საკმაოდ დაკავებულია.
მოთამაშეებს მოუწევთ მასიური ხომალდების გაკონტროლება, იქნება მათი კოსტუმიზაცია, კლასები და ქვე-კლასები. თამაშის პროცესი იქნება დაძაბული, ტაქტიკური გრძნობით, დეველოპერის თქმით.
თამაშის რელიზი დაგეგმილია 2015 წელს, გამოსვლამდე იქნება ღია-ბეტა ტესტირება. თამაში იქნება უფასო სათამაშო (Free-to-play). თამაშის პროცესის ვიდეო E3-დან:
@GreyBox