რამდენიმე კვირის წინ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია იმაზე რომ კომპანია Asus ამზადებს GeForce GTX 670 (GK104)-ის მინიატურულ ვერსიას. ახალი მოდელი GeForce GTX 670 Direct CU Mini ძირითადად განკუთვნილი იქნება Mini-Tower და Mini-ITX კორპუსებისთვის, მისი სიგრძე იქნება 17სმ.
ახალი მოდელი აღჭურვილი იქნება 8-პინიანი კონექტორით PCI-E Power,შესაძლებელი იქნება 2-way SLI ტექნოლოგიიის გამოყენება, მოდელს ექნება DVI-I, DVI-D, DisplayPort და HDMI პორტები.
მის გაგრილებაზე ზრუნავს ერთიერთი არცთუ ისე იდიდ ქულერი და სითბური მილაკები. მის დიზაინში გამოიყენება Super Alloy Power-ის ელემენტები GPU-ს სტაბილური კვებისთვის.
ახალი მოდელს არსენალში აქვს 1344 ნაკადიანი პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი GDDR5 2Gb მეხსიერების მოცულობით. გრაფიკული ბირთვის სიხშირე GeForce GTX 670 DirectCU Mini-ისტურბო რეჟიმში აღწევს 1006Mhz-ს, მეხსერება მუშაობს "ეფექტურად" 6008Mhz-ზე.
ვიდეო ბარათის ოფიციალური ანონსი Asus-ისგან შედგება აპრილის ბოლოს.