Search the Community
Showing results for tags 'GTX 970'.
-
მოგესალმებით, დიდი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ. ძირითადი მიზეზი რის გამოც ვეღარ ვიცლი ფორუმისთვის - გეიმინგია და ელექტრონული სპორტი, რომელსაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ. ძველ მომხმარებლებს კი ვეხსომები რაც შეეხება დღევანდელ თემას, საშუალება გამოჩნდა შეგვერკინებინა ჩემი და ჩემი მეგობრის კარტები ერთმანეთს და გავიფიქრე საინტერესო იქნებოდა თქვენთვისაც ამ შერკინების შედეგები მაშ ასე მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კარტებმა: EVGA GTX 780 TI SC EVGA GTX 970 SC ACX 2.0 ტესტები გატარდა ერთ სისტემაზე და ერთ დრაივერზე 353.30. სისტემა: CPU: I7 3770k [3.9GHz] RAM: 16GB [1600 mhz] OS: Windows 7 64bit ფპს ნაჩვენებია საშუალო თამაშებში. თამაშების პარამეტრები აწეულია ყველგან ბოლომდე, გარდა Shadow of Mordor სადაც მომიწია ტექსურების დაწევა high-ზე, რადგანაც vram-მა თავისი სათქმელი თქვა და GTX 780ti-ს დაეწყო ფპს-ს ვარდნები და სტატერინგი ულტრა ტექსტურებზე როცა გაევსო vram ბოლომდე, ხოლო 970-მა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს იმ მომხმარებლებისთვის ვინც აგინებდა და ასწორებდა მიწასთან 970-ს მშვენივრად დაიჭირა თავი ულტრა ტექსტურებზე, რომელიც მოგვიანებით გავტესტე ცალკე და არ შემიტანია ბენჩებში, თუმცა ფპს იგივე ქონდა; 3600მბ გაავსო vram და კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი ფპს-ის ვარდნები ან სტატერინგი არ ჰქონია!. ბენჩმარკების შედეგებიდან გამომდინარე მაინც ნუ შეგექმებათ ისეთი სიტუაცია თითქოს ეს კარტები ესე ცუდად იჩენენ თავს თამაშებში, რადგანაც გასათავლისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველაფრის აწევა არ არის ხოლმე საჭირო თამაშებში სათამაშოდ, მაგალითად 8x MSAA-ზე იქნება დაყენებული თუ 4x MSAA-ზე 1080პ მონიტორზე სხვაობას ვერ ნახავთ, სამაგიეროდ ფპს-ს დააგდებს 8x ბევრად. ასე რომ Supersampling და ეგეთი რამეების გარეშე საკმაოდ კარგი ვიდეო კარტებია თამაშებისთვის 1080პ-ზე ორივე კარტა. თუმცა ის ფაქტი, რომ თამაშები ბევრად უფრო მომთხოვნი გამოდიან დღევანდელ დღეს ვიდრე ჰარდი ამაზე ორი აზრი არაა. სანამ თამაშების ბენჩებს დავდებ, ფურმარკის შედეგები: აღსანიშნავია ფაქტი, რომ EVGA GTX 970 SC ბევრად უფრო გრილია ვიდრე რეფერანსი GTX 780 TI SC, თუმცა ბევრად უფრო ხმაურიანი ვიდრე მისი კონკურენტი. Evga-ს ACX 2.0 ფენები 58%-ზეც კი საკმაოდ ხმას გამოცემენ, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე ხმაურის რაოდენობა საშინლად იზრდება. ხოლო რეფერანს 780 TI, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ უფრო ჩუმი აღმოჩნდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გთავაზობთ შედეგებს:
-
სალამი ბიჭებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, მოკლედ როგორც იცით რამოდენიმე დღეა რაც ვიყიდე gigabyte GTX 970, მუშაობს ჩვეულებრივ ჯიგრულად, დღეს თამაშის დროს ეკრანი გაშეშდა და დაეწერა nvidia driver stop working , ამის მერე წავშალე დრაივერი სხვაც ვცადე მარა იგივე ხდება, კომპი რომ ირთვება ეკრანი შეშდება და რა ხდება რაშია საქმე?