Search the Community
Showing results for tags 'GTX 750'.
-
ჩვენ უკვე ვიხილეთ Nvidia ს ახალ 28 ნმ GM107 Maxwell არქიტეტურაზე დაფუძნებული პირველი ვიდეო ბარათი ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ GTX 750 , ამჯერად კომპანია Asus ისგან. როგორც ხვდებით ეს ვერსია ჩამორჩება Ti მოდელს და შესაბამისად უფრო იაფიც ღირს , GTX 750 ქარხნული ვერსიის ფასი 120 , ხოლო ჩვენს მიერ განსახილველი Asus ის OC ვერსიის ფასი 140 ამერიკული დოლარია. მოდით განვიხილოთ ამ ვიდეო ბარათის მოანცემები : მას გააჩნია 512 ერთეული CUDA ბირთვი ( იგივე Shader ) , 1.87 მილიარდი ერთეული ტრანზისტორი , 128 - bit ინტერფესის მქონე 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება ,1059 MHz+ ბირთვის ( ქარხნული ვერსიის 1020 ) და 1253 MHz მეხსიერების სიხშირე. ვიდეო ბარათის შეფუთვაში შედის ვიდეო ბარათი და დრაივერების დისკი + დოკუმენტაცია. უფრო ახლოდან ვნახოთ ვიდეო ბარათი. ის აღჭურვილია მხოლდო ერთი ცალი ქულერით , რომლის ქვემოთ მოთავსებულია გაგრილების Fin ები. რაც შეეხება პორტებს მას აქვს VGA , DVI და HDMI პორტები. ისევე როგორც 750 Ti ეს მოდელიც არ საჭიროებს დამატებით კვების კონექტორს და ის ენერგიას იღებს პირდაპირ PCI-Express სლოტიდან , ენრგო მოხმარება კი შეადგენს 75 ვატს. PCB ს წინა და უკანა მხარე . GDDR5 მეხსიერების ჩიპი დამზადებულია Hynix ის მიერ . GM 107 გრაფიკული პროცესორი კი კვლავ ტაივანში. ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე და ვნახოთ რა შეუძლია ამ ვიდეო ბარათს . სატესტო სისტემა : ენერგო მოხმარება სხვადასხვა რეჟიმში. Fan იხ ხმაურიანობა . ეფექტურობა ყველა რეზოლუციაზე . ახლა კი ვნახოთ Overclocking ის შედეგი. ტემპერატურა ახლა კი შევაჯამოთ შედეგები , ჯერ ვნახოთ ვიდეო ბარათის დადებითი და უატყოფითი მხარეები : დადებითი ვიდეო ბარათი არის საკმაოდ ჩუმი სიხშირე მომატებული აქვს ქარხნულად აქვს ნორმალური დონის Overclocking პოტენციალი არ საჭიროებს დამატებით კვების კონექტორს აქვს დაბალი ტემპერატურა და ენერგო მოხმარება გააჩნია CUDA/PhysX , Direct X 11.1 ტექნოლოგიები უარყოფითი მიუხედავად ყველაფრისა არ აქვს ოპტიმალური ფასი მეხსიერების სიხშირე არაა ქარხნულად მომატებული ვიდეო ბარათი თავისუფლად არის შესაძლებელი ყოფილიყო ერთ სლოტიანი არ აქვს SLI ტქენოლოგიის მხარდაჭერა ვიდეო ბარათის შედარება სხვა მოდელებთან > საბოლოო დასკვნა : Nvidia/Asus ის GeForce GTX 750 OC ვიდეო ბარათი წარმოდგენს საშუალო სეგმენტის პროდუქტს , რომლის ღირებულება გახლავთ 140 დოლარი , იგი ახლოს დგას AMD ს R7 260X თან , 8% ით სწრაფია წინა თაობის HD 7790 თან და GTX 650 Ti სთან შედარებით .Asus GTX 750 OC 14 % ით ჩამორჩება GTX 750 Ti ს , 23 % ით GTX 650 Ti Boost ს და მთელი 31 % ით კონკურენტ AMD R7 265 ს . აქედან გამომდინარე შეძლება ითქვას რომ ისევე როგორც GTX 750 Ti არც GTX 750 არ არის ოპტიმალური ვარიანტი შედარებით დაბალაფასიან სეგმენტში მიუხედავად ვიდეო ბარათის ახალი არქიტეტურისა რის წყალობითაც ის საკმაოდ გრილი , ჩუმი და ეკონომიურია. 140 $