Search the Community
Showing results for tags 'GT70'.
-
გამარჯობათ, დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე რამდენიმეს გექნებათ გამოცდილება გაფუჭებული ლეპტოპის მუშა დეტალების ცალ-ცალკე გაყიდვაში. ახლა აგიხსნით პრობლემას: მაქვს MSI GT70 Dominator 895 ლაპტოპი (უფრო სწორად მქონდა) გუშინ დილას უბრალოდ ჩაქრა. ყველაფერი მიუთითებს დედა პლატის გადაწვაზე (კომპიუტერი "მიაგურებულია" არანაირი რეაქცია არ აქვს არაფერზე) მიტანილი მაქვს ჩემს ნაცნობთან სერვის ცენტრში. ის კი ზუსტად დაადგენს რა ჭირს მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი დედა პლატაზე მიუთითებს, რომლის გამოცვლაც ნახმარი დეტალებით ebay-დან ჯდება $300, მე მგონი უბრალოდ არ ღირს. ამიტომ გადავწყვიტე ამ ლაპტოპის ნაწილ ნაწილ გაყიდვა და შემდგომ ცოტა ფულის დამატების შემდეგ ახალი კომპიუტერის ყიდვა. ლეპტოპისგან მინდა ამოვიღო Hard Disk რომელიც მუშა მდგომარეობაშია სხვა ყველაფრის გაყიდვა მინდა. თუ მარტო პლატა დაიწვა გადახურებისგან (იმედი მაქვს სხვა არაფერი) ხელთ მაქვს i7-4700MQ, 8GB 1600Mhz So-dimm DDR3 RAM, Nvidia GTX 870m და სხვა პერიფერიები როგორიცაა ლეპტოპის კლავიატურა, ეკრანი და ა.შ. შეგიძლიათ რაიმე ტიპის რჩევა მომცეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? სად გავყიდო? როგორ? რამდენად? ვინმე ხომ არ იბარებს ამ დეტალებს? (ძვირად ღირებული დეტალებია ასე რომ თუ სწორად გავყიდი კარგ თანხას დავიბრუნებ ლეპტოპის ფასისგან) არასდროს არ მქონია ასეთი შემთხვევა შესაბამისად მაქსიმალურად გამოუცდელი ვარ მოცემულ საკითხში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
-
ამ ლეპტოპის ყიდვა მინდა. იდეაში amazon.com-დან ვიწერდი იქიდან ძმაკაცთან უნდა გამეგზავნა რომელიც ამერიკაშია და ამოიიღლიავებდა და ჩამომიტანდა არც განბაჟება არ უნდა არაფერი მაგრამ რატომღაც ბანკი უარზეა (თანხას არ მარიცხინებს მიდი და არკვიე რატომ). სხვა რაღაცების გამოწერაზე პრობლემა არასდროს არ ქონიათ და ახლა $1300 დაინახეს და დახამდნენ ეტყობა მოკლედ ესაა, ამ ნოუთბუქის ყიდვა მინდა. გადავაკვდი მთელი ჩემი ქონება გავყიდე ამის გადამკიდე და მაინც ვერ ვეღირსები ვინმემ ხომ არიცით ადამიანს რომელსაც აქვს და ყიდის ან რაიმე კომპანიას რომელსაც ჩამოაქვს MSI-ს პროდუქცია საქართველოში იმიტომ რომ მე ვერ ვნახე ეს ლაპტოპ და ახალი რომ ნახოთ ამაზონზე ამის ფასსში ისეთი ნაგავი იყიდება აქ ნაგვის ურნაში ხელი რომ ჩაყო უკეთესს ამოიღებ... HELP? ამ მოდელს ვყიდულობდი მე, შესაბამისად თანხაც $1340 მაქვს და იმენა მაქსიმუმზე ვარ გაწელილი უკვე. მეტზე ვერ წავალ