Search the Community
Showing results for tags 'G.Skill'.
-
მოგესალმებით მეგობრებო, დიდი პაუზის შემდეგ მინდა შემოგთავაზოთ სიახლე, რომელიც ეხება ყველასათვის ნაცნობ კომპანია G.SKILL-ს და მის ახალ DDR4 ოპერატიული მეხსიერების მოდულს, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფია. Trident Z RGB სერიის 16GB (2x8GB) DDR4 ტიპის მოდულებს ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი 4700 MHz სიხშირე აქვს, ტაიმინგებით CL19-19-19-39, ვოლტაჟი 1.45V. აღნიშნული მეხსიერების მოდულების სერია ჯერ კიდევ 2016 წელს ვიხილეთ და იმ დროისთვისაც ყველაზე მაღალი DDR4-4266 MHz სიხშირით, წელს კომპანიამ გადაწყვიტა გაეახლებინა მისი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი. მოცემული მოდულები დაიტესტა: MSI Z370I GAMING PRO CARBON AC დედა-დაფაზე, Intel Core i7-8700K პროცესორთან ერთად. მეხსიერების მოდულები გაყიდვაში წლის მეორე კვარტლიდან იქნება !
-
G.Skill მუშაობს ახალ Trident Z მეხსიერების მოდულებზე, რომლებსაც შეეძლებათ დაუჯერებელ სიხშირეზე 4.40GHz ზე მუშაობა. აღნიშნული ოპერატიული მეხსიერებები განკუთვნილია ექსტრემალური Overclock სთვის და თავსებადია Intel Z170 ჩიპსეტთან. G.Skill’s Trident Z DDR4-4400 (PC4-35200) მეხსიერების მოდულები იქნება 4GB მოცულობის და დაფუძნებული იქნება ნარჩევ Samsung - ის მეხსიერების ჩიპზე, მოდულები იმუშავებენ 4400MHz 1.40 volt ზე. მოწყობილობებს ექნებათ extreme memory profiles (XMP 2.0) რომელიც ავტომატურად დაყენდება თავსებად დედაპლატაზე. G.Skill DDR4 ის მეხსიერების მოდულებს 4.40 ზე მუშაობა შეეძლებათ 8GB არხიან კომპლექტზე. ზუსტი ფასები უცნობია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეხსიერების მოდულები უნიკალურია თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალი ფასი ექნება.
-
კომპანია G.Skil პირველი არის ვინც შეძლო დემონსტრაცია მოეხდინა DDR3 Quad channel ოპერატიული მეხსიერების მუშაობისა რეკორდულ სიხშირეზე-4Ghz. ექსტრემალური სისტემაში შედიოდა G.SKILL TridentX ოპერატიული მეხსერებები 16Gb მოცულობის(4x4Gb), ASUS Rampage IV Black Edition დედა დაფა და Intel Core i7-4960X Extreme Edition პროცესორი რომელსაც აქვს 3,6Ghz ტაქტიკური სიხშირე და 6 ბირთვი. სისტემის გაგრილებაზე მისმა უდიდებულესობამ->თხევადმა აზოტმა იზრუნა. ყოველივე ამის შემდეგ მიღწეულ იქნა რეკორდული სიხშირე 4072Mhz.
-
ალბათ გახსოვთ კომპანია G.Skill ის მიერ სულ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი 3000 MHz სიხშირის მქონე ოპერატიული მეხსიერების მოდულები > G.SKILL TridentX . მინდა გითხრათ , რომ სულ ახლახანს კი ეს მეხსიერების მოუდლები გამოიყენა პროფესიონალმა Overclocker მა James "YoungPro" მ , რომელმაც აღნიშნული მეხსიერების მდოულები აიყვანა გასაოცარ 4400 MHz სიხშირეზე,რაც მართლაც ფანტასტიკური შედეგია. G.SKILL TridentX DDR3 4400MHz CL13 ის ასაჩქარებლად გამოყენებული იქნა კომპანია Intel ის მე-4 თაობის Core i7 4770K პროცესორი , Asus ის Maximus 6 Impact დედა დაფა. ესეც ამ ფაქტის "საბუთი" აღნიშნული შედეგი ახალი მსოფლიო რეკორდია
-
კომპანია G.SKILL International მა წარმოადგინა TridentX სერიის DDR3 ოპერატიული მეხსიერების კომპლექტი სხვადასხვა სიხშირით და კონფიგურაციით ,რომლებიც განკუთვნილი იქნება კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის Haswell პროცესორებისთვის და ახალი Z87 ჩიპსეტის მქონე დედა დაფებისთვის. აღნიშნულ სერიაში ჩვენ ვიხილავთ 3000 MHz სიხშირის მქონე 32GB (4x8GB) კომპლექტსაც. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული ოპერატული მეხსიერების კომპლექტი , რომელიც დატესტილია ASUS Maximus VI Extreme სერიის დედა დაფასა Intel ის უახლეს Core I7-4770K პროცესორზე , ძაბვით 1.65 v როგორც ხედავთ შედეგი მართლა ძალიან კარგია . გარდა ამ ოპერატიული მეხსიერების კომპლექტისა , G.Skill მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მოდელებს ამ მონაცემებით > G.Skill TridentX უახლესი სერიის ოპერატიული მეხსიერების ბარათების შეძენისას თქვენ იღებთ სამუდამი გარანტიას მწარმოებლისგან !