კომპანია High Tech Computer (HTC)-მა ოფიციალურად განაცხადა ახალი სმარტოფნის გამოშვებასთან დაკავშირებით რომელიც გათვლილი იქნება კორეის ბაზრისთვის და განეკუთვნება საშუალო ბიუჯეტიან კატეგორიას.
ახალი მოდელი იმართება Android 4.1.2 (Jelly Bean) ოპერაციულ სისტემითა და აქვს საფირმო Sense UI ინტერფეისი. აპარატი დაფუძნებულია ორ ბირთვიან 1GHz ტაქტიკური სიხშირეზე მომუშავე პროცესორზე, აქვს 4,3 დიუმიანი Super LCD2 დისპელი WVGA–გაფართოებით
480x800 პიქსელი, "არსენალში" ასევე აქვს 1Gb ოპერატიული ემხსიერება და 4Gb ფლეშ მეხსიერება, microSD კარტის სლოტი,Beats Audio ტექნოლოგია, 5Mp კამერა ავტოფოკუსით, შეუძლია ვიდეოს გადაღება. ასევე აქვს 1800 მილიამპერიანი (mAh) ბატარეა. მოწყობილობა იწონის 118 გრამს ხოლო მისი გაბარიტებია 128 x 66,9 x 8,9მმ.
ჯერ–ჯერობით უცნობია ზუსტი ფასი და ინფორმაცია იმის შესახებ გაიყიდება თუ არა სხვა ქვეყნებშიც.