Search the Community
Showing results for tags 'Cloud Imperium Games'.
-
ეს კოსმოსური კომბატის სიმულატორი ალბათ ყველაზე ამბიციური პროექტია უახლოეს წლებში. 2012 წელს წარმატებულად დაფინანსდა Kickstarter-ზე 2.1$ მლნ.-ით, მაგრამ თამაშის დაფინანსება დღესაც გრძელდება და 46$ მლნ.-ს არის გადაცილებული საერთო ბიუჯეტი. თამაშის დირექტორი კრის რობერტსი ცნობილია Wing Commander-ის შექმნით, რომელიც 90-იანების კოსმოსური სიმულატორია, იგი უძღვებოდა ასევე Freelancer (2003)-ის შექმნას, რომლის სულიერი გამგრძელებელიც სწორედ Star Citizen იქნება. თამაში იქმნება ძლიერად მოდიფიცირებულ CryEngine-ზე. იქნება ერთი დიდი სამყარო, რომელიც მუდმივად განვითარდება დეველოპერის მიერ. მოთამაშეები არ იქნებიან გაყოფილები სხვადასხვა სერვერებით, მატჩების ორგანიზატორი ავტომატურად დააკავშირებს მათ. გარდა კოსმოსური კომბატისა და ვაჭრობისა, თამაშში შედის კიდევ რამდენიმე ქვე-თამაში: იქნება პლანეტების გამოკვლევის შესაძლებლობები, ერთპირიანი სროლის მექანიკა, ერთპირიანი მისიები Squadron 42-ის შესახებ. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2016 წლისთვის, მაგრამ პროექტის მხარდაჭერებისთვის დეველოპერი უშვებს სხვადასხვა მოდულებს, რომელთაგანაც უკანასკნელი Arena Commander-ია სადაც მოთამაშეებს პირველად შეუძლიათ გამოსცადონ ხომალდები: თამაშს მხოლოდ ერთხელ იყიდით და სამუდამოთ ითამაშებთ, ანუ არც უფასო მიკროტრანზრაქციებით და არც გამოწერადი არ იქნება. ექნება Oculus Rift-ის მხარდაჭერა, გამოვა Linux-ზეც და არასდროს არ გამოვა კონსოლებზე, კრის რობერტსის თქმით, რადგან თამაშის პროცესს არ გაამარტივებენ კონტროლერებისთვის და ასევე ამჟამინდელი კონსოლების აპარატურაც ვერ აკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებებს. @RobertsSpaceIndustries