Search the Community
Showing results for tags 'CES 2015'.
-
წინასიტყვაობა: ინტელი აპირებს ახალი პროცესორების ფართო წარმოებას ლეპტოპებში, ჰიბრიდებში, ტაბლეტებში თუ დესკტოპ სეგმენტში იმ სიახლის შემდეგ, რომელიც მიკროსოფტმა ვინდოუს 10-ის სახით წარმოგვიდგინა. წინ გადადგმულ ნაბიჯს, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯები სჭირდება... CES (Consumer Electronic Shows) 2015-ზე აპირებენ წარმოადგინონ ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი პროცესორების წარმოებას კომპიუტერულ პროდუქტში, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვარაუდობენ, როდესაც ვინდოუსის უახლესი ვერსია ფეხს მყარად მოიკიდებს (საუბარია ვინდოუს 10-ზე). როგორც პროცესორის "მუშები" აცხადებენ, პროექტის დაწყება არდადეგების პერიოდში იქნება მიზანშეწონილი (back-to-school or holiday seasons). A big wave of updates for Intel's Broadwell CPUs ამჯერად ვისაუბროთ ინტელის მეხუთე გენერაციის პროცესორებზე, რომელთა კოდური სახელით არის "broadwell" (core i3/i5/i7). რეპორტის თანახმად, broadwell-ის 14 ნანომეტრიანი ჩიპების ფართო წარმოება 2015 წლის ადრეულ პერიოდში დაიწყება და აქვს იმის წინაპირობა, რომ გაიზრდება პერფორმანსი და ენერგო მოხმარება. (battery life) Higher-resolution screens სწრაფ პროცესორებს, რომლებსაც ძლიერი ჩაშენებული ვიდეო ბარათები აქვთ (საუბარია ისევ ბროდველზე და მის HD 5300 ვიდეო დაფაზე) მოყვება მაღალი გაფართოების ეკრანები. 2 წელია, რაც 1080p display-ს წარმოება იმკივდრებდა ფეხს, ახლა კი დროა 2560x1440, 3200x1800 და FULL 4K 3840x2160 რეზოლუციების სიტყვისა თქმისა... ძირითადად გათვლილია გეიმერებისთვისა და ფოტო/ვიდეო პროფესიონალთათვის. Gaming get slicker ვიცით, რომ რაც მაღალი გაფართოების მქონე მონიტორზე თამაშობს გეიმერი, მით მეტ კომფორტს გრძნობს, მაგრამ 4K რეზოლუციის მქონდე მონიტორზე თამაში ფუფუნებასთან ერთად ძვირი სიამოვნებაცაა. იდეა მდგომარეობს შემდეგ ფორმულაში: დიდი გაფართოება - პატარა მეხსიერებაში. 4K რეზოლუციას სჭირდება high-end ვიდეო ბარათები და პროცესორები, მაგრამ მათი მანიპულაცია ხდება დესკტოპ კომპიუტერებში. CES 2015 კი გვპირდება, რომ წარმოდგენილი იქნება ასევე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლეპტოპებზე ყურადღების გამახვილებასაც... რაც ყველაზე მთავარია: მარკეტინგული ბრძოლა, რომელიც პროდუქტის ფასებში (და ხშირად მაღალში) გამოიხატება, ნელ-ნელა უნდა დასტაბილურდეს და მომხმარებელმა მიიღოს მისაღები შეთავაზებები. კომპიუტერული ნაწარმის ფასი უნდა შემცირდეს! წყარო: CNET.COM