სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის ქალაქ ბერლინში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენცია IFA 2013 ზე კომპანია Philips მა წარმაოდგინა Brilliance სერიის ახალი Gaming კლასის მონიტორი , მოდელი 242G5DJEB/75.
ეს გახლავთ 144 Hz სიხშირის მქონე 24 ინჩიანი Full HD მონიტორი , რეზოლუციით 1920X1080 პიქსელი ( 16:9 aspect ratio ) , იგი აგებულია TN LCD და W-LED უკანა განათების მქონე პანელით.
მისი ჰორიზონტალური ხედვის კუთხეა 170 გრადუსი , რეაგიების დრო 5 ms , სიკაშკაშე 350 cd/m² , კონტრასტულობის მაჩვენებელი კი არის 1000 : 1.
როგორც ხედავთ მონიტორი მოძრაობს მარჯვენა და მარცხენა მხარეას , ასევე მისი გადახრა
შესაძლებელია წინა და უკანა მხარეს.
რაც შეეხება პორტებს , მონიტორს აქვს : თითო-თითო VGA , DVI , HDMI , MHL-HDMI , DisplayPort 1.2 , 4 ცალი USB 3.0 .
ამ მონიტორის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი და აქსესუარია დამატებითი სამართავი მცირე ზომის პულტი - SmartKeypad, რომელიც მონიტორს კაბელით უკავშირდება.
ამ შესანიშნავი მონიტორის ფასი ევროპაში 285 დან 315 ევრომდე მერყეობს .