მოცემულ ვიდეო–რგოლში შემოთავაზებულია Slender: The Arrival–ის სათამაშო პროცესი, რომელიც მარკ ჰედლის (Mark Hadley) მიერ შექმნილი indie-ჰორორის, Slender: The Eight Pages–ის ოფიციალურ გაგრძელებას წარმოადგენს.
Blue Isle Studios–ის განცხადებით, თამაშს დონეების მეტი რაოდენობა, საშიში სიუჟეტური ხაზი და რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, გაუმჯობესებული გრაფიკა ექნება.
პროექტის რელიზი 26 მარტს შედგება, თუმცა ის, ვინც თამაშის წინასწარ შეკვეთას გააფორმებს, Slender: The Arrival–ის ბეტა–ვერსიას (უკვე დღეს) სრულიად უფასოდ მიიღებს.