Enemy Front-ის გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა, თამაში ამ წლის 6 ოქტომბერს გამოვა. Enemy Front-ის მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდება სადაც ამერიკელი ჯარისკაცის როლის მორგება მოგიწევთ, თამაშში მოთამაშეს ექნება არჩევანის თავისუფლება მოაწყოთ საბოტაჟი თუ stealth-ის ელემენტების გამოყენებით თვიდან მოიშოროს ნაცისტები, თამაში გადაგვიყვანს ისეთ ადგილებში როგორიცაა ვარშვა, გერმანია, საფრანგეთი და ნორვეგია. Enemy Front-ზე 150 კაციანი პოლონური სტუდია მუშაობს სახელად City Interactive. ზუსტად ამ სტუდიამ შექმნა თამაში Sniper Ghost warrior. 6 ოქტომბერს თამაში ხელმისაწვდომი იქნება PC, xbox360 , PS3 პლატფორმებისთვის. თამაში მზადდება Cryengine 3-ის ძრავაზე.