კომპანია Alcatel-Lucent-მა და BT-მ განაცხადეს ახალი რეკორდული სიჩქარის შესახებ რომელიც ეხება ინფორმაციის ერთმანეთში გადატანის ოპტიკური ქსელის მეშვეობით "კომერციული კლასის" აღჭურვილობით.
ექპერიმენტი მიმდინარეობდა BT Tower სადგურიდან ცენტრალურ ლონდონში BT Adastral Park-მდე საფფოლკში მანძილი ამათ შორის კი შეადგენს 410კმ-ს.
როგორც იუწყებიან გადაცემის სიჩქარემ მიაღწია 1.4Tb/sec-ს, ასეთი სიჩქარე მაგალითისთვის საკმარისია ერთ წამში 41 HD ფილმის გადაცემისთვის.
აღსანიშნავია ასევე ისიც რომ ექპერიმენტის დროს დაფიქსირდა რეკორდული სპექტრული ეფექტივობა - 5,7ბიტი/წმ/ჰც ეს კი დაახლოებით 43%-ით მეტია სტანდარტული ოპტიკური ქსელთან შედარებით.
ასეთი რეკორდული სიჩქარისთვის მკვლევარებმა გამოიყენეს მოქნილი ქსელის ინფრასტრუქტურა Flexgrid ხარვეზების შესაცვლელად არხებს შორის. გამოიყენეს 7 არხი აქედან თითოეული ატარებდა 200გბ/წმ რომელმაც საბოლოოდ დააფიქსირა 1.4ტერაბაიტი/წამში.