გერმანულმა PC თამაშების ჟურნალმა PC Action-მა, უკანასკნელ ნომერში, დაადასტურა, რომ ამ წელს Dark
Souls PC-ზე გამოვა.
გარეკანზე ეს სიახლე გამოსახულია Assassin's Creed III, Risen 2-სა და World of Warcraft: Mists of Pandaria-ს
შორის, როგორც ექსკლუზიური ინფორმაცია.
NeoGAF-ის ინფორმაციით ეს რთული RPG ჟანრის თამაში აგვისტოში გამოვა, როგორც Dark Souls: Prepare
to Die Edition.
ცნობილია რომ PC ვერსიაში დამატებული იქნება ახალი ბოსები, მეტი დეტალი ჯერ-ჯერობით არ არის.
თამაშის PC ვერსიის ანონსი მოსალოდნელი იყო, რადგან წინა თვის დასასრულს, ფანების პეტიციამ,
თამაშის PC პლატფორმაზე პორტირების მოთხოვნით, 100 000 ერთეულს მიაღწია.
From Software-ის RPG წინა ოქტომბერს გამოვიდა PS3 და X360 პლათფორმაზე, Namco Bandai-ს
გამოცემით. კრიტიკოსებმა იგი დადებითად მიიღეს და კარგი მაჩვენებლები დააფიქსირა გაყიდვებში,
ბრიტანულ ჩარტებში მეორე ადგილის დაკავებით.
@VG247