მაისის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილია რელიზი ახალი SSD-ს Asus RAIDR-ის რომელიც განეკუთვნება Republic of Gamers (ROG)-ის ხაზს. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება ორი LSI SandForce SF-2281 კონტროლერით და Toshiba NAND MLC (19-ნმ) ფლეშ-მეხისერების ჩიპით. მოწყობილობის "შიდა" მასივი არის RAID 0 დონის/საფეხურის. მოწყობილობის შეერთება ხდება PCI Express 2.0 x2 ინტერფეისი მეშვეობით.
Asus RAIDR-ის მონაცემებში შედის ფაილებთნ სწრაფი მუშაობა, 240Gb ვერსიის წარმადობა ფაილების წაკითხვაში გახლავთ 830Mb/sec ხოლო ჩაწერის 810Mb/sec, 128Gb-ის მაჩვენებელი კი შეადგენს წაკითხვის 765მბ/წმ ხოლო ჩაწერის 775მბ/წმ. მოწყობილობას აქვს 128 ბიტიანი AES შიფრაციის და TRIM ბრძანების მხადაჭერა.
კომპლექტში შედის AMDisk, SSD TweakIt, ROG HybriDisk, ROG CrystalDiskMark და კასპერსკის ანტივირუსის(2013) მხარდაჭერა,Asus RAIDR-ის ენერგომოხმარება არ აჭარბებს 16ვატს მუშაობის რეჟიმში, ჩვეულებრივ რეჟიმში კი შეადგენს 7ვატს.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით 120Gb ვერსიის ფასი იქნება 155-170 ამერიკული მარადმწვანე ხოლო 240Gb ვერსიის საშუალო ფასი კი $265-290.