კომპანია Fujitsu-მ დაიწყო თავისი ახალი სმარტფონის გაყიდვა, რომელიც განეკუთვნება NEXT სერიას. ეს სმარტფონი გამოირჩევა თავისი დიზაინითა და სისტემური მონაცემებით რომელშიც შედის ოთხბირთვიანი NVIDIA Tegra 3 პროცესორი 1.5GHz სიხშირის, 13,1 მეგაფიქსელიანი კამერა რომელსაც Full HD ვიდეო გამოსახულების გადაღება შეუძლია (1920х1080 გაფართოებით) 30 კადრი/წამში სიჩქარით ხოლო წინა კამერა აღჭურვილი იქნება 1.3 მეგაფიქსელით და წყალგაუმტარი კორპუსი.
Fujitsu Arrows X F-10D-ში ორიენტაცია გამახვილებულია მულტიმედიურ შესაძლებლობებზე.მას აქვს დიდი 4.6 ინჩიანი დისპლეი HD გაფართოებით რომელიც საუკეთესოა ფილმებისთვის და ვიდეო თამაშებისთვის. ამ შესანიშნავ სენსორულ მონობლოკს აქვს FM მიმღები,აღჭურვილია LTE ქსელური კავშირით,ციფრული TV ტუნერი და სტანდარტული უსადენო კავშირის კომპლეკტი რომელშიც შედის GPS, Bluetooth და Wi-Fi.
სმარტფონი აღჭურვილი იქნება 16 GB შიდა მეხსიერებითა და 1GB ოპერატიული მეხსიერებით.
მის ეგზოტიკურ თვისებებში გამორჩეულია თითის ანაბეჭდის სკანერი,არასანქცირებული წვდომისთვის .
კომპლეკტში მას დამატებით მოყვება უსადენო სატენი Fujitsu-სგან.
ამ შესანიშნავი სმარტფონის ღირებულება ჯერ უცნობია მაგრამ ცნობილი არის რომ ის იმუშავებს Google Android 4.0 ICS. ოპერაციული სისტემის ქვეშ.