Search the Community
Showing results for tags 'Android 4.4 KitKat'.
-
დღევანდელ მიმოხილვაში მინდა წარმოგიდგინოთ კომპანია LG ს და Google ს მორიგი ერთობლივი სმარტფონი Nexus 5 , რომელიც გამოირჩევა თავისი კარგი მონაცემებით ფასთან მიმართებაში და რაც მთავარია წარმოადგენს კომპანია Google ს ოპერაციული სისტემა Android ის უახლეს ვერსია 4.4 ს კოდური სახელით Kitkat , გარდა ამისა ეს სმარტფონი მომავალში ყველაზე სწრაფად მიიღებს სისტემურ განახლებებს , რაც Google ტელეფონების დიდი უპირატესობაა. თავდაპირველად გავეცნოთ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს , რომელიც ასე გამოიყურება : ეკრანი : 4.95 ინჩიანი True HD IPS+ , რეზოლუცია 1080P Full HD 1920X1080 პიქსელი ( 445 PPI თითოეულ ინჩზე ) , Corning Gorilla Glass 3 დამცავით. მეხსიერება : 2GB ოპერატიული , შიდა მეხსიერება 16/32 GB ( შესაბამისად განსხვავდება ფასიც ) , არ ედება Micro SD ბარათი კამერა : უკანა 1080P , 8MP რეზოლუციით 3264 x 2448 + ავტო ფოკუსი და სტაბილიზაცია , წინა კამერა 1.3MP ჩიპსეტი : Qualcomm MSM8974 Snapdragon 800 , ამის შესაბამისად მას აქვს 4 ბირთვიანი 2.3 GHz Krait 400 პროცესორი და ვიდეო ჩიპი Adreno 330 სხვა მახასიათებლები : ბატარეა > Li-Po 2300 mAh , Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac , BlueTooth 4.0 , წონა 130 გრამი ოპერაციული სისტემა : რა თქმა უნდა უახლესი Android 4.4 KitKat სმარტფონის მთავარ მინუსად ითვლება მისი არც ისე დიდი ტევადობის ბატარეა , მასში არ მიდის დამატებით მეხსიერების ბარათი. მისი ღილაკები დამზადებულია კერამიკისგან. ქვემოთ განთავსებულია 2 ცალი დინამიკი მანადე სანამ ვნახავდეთ მის შესაძლებლობებს ტესტებში , ვიხილოთ ბატრეის ტესტი , რომელიც მომზადებულია საიტ GSMarena ს მიერ და მასში Nexus 5 ს ასეთი შედეგი აქვს > როგორც ვხედავთ სმარტფონის 2300 მილი-მაპერი ბატარეა არაა მთლად კარგი მახასიათებელი. მისი ეკრანის კონსტრასტულობა კი შემდეგანერი მაჩვენებლით ხასიათდება > ახლა კი ვნახოთ სხვა ტესტები , ჯერ CPU > GPU ტესტები > ბრაუზერის ტესტი > ახლა კი ცოტა რამ ახალ Android 4.4 KitKat ზე > LockScreen საკმაოდ სადა და ლამაზია HomeScreen შიდა მენიუ და Recent Apps ამ ვერსიაში თქვენ კვლავ იხილავთ Google Now ს , რომელიც წარმოადგენს Apple ს Siri ს კონკურენტს ამ სისტემაში PhoneBook , Massiging და Kayboard სურათების გალერეა და Editing Tools Music Player Nexus 5 ის კამერა მისით გადაღებული 1080P ხარისხის ვიდეო ბრაუზერი და ტაბებს შორის გადასვლა მისი ორგანაიზერი ზოგადად Play Store ესეც ინტერფეისის და სმარტფონის ვიდეო მიმოხილვა საბოლოო შეფასება : ისევე როგორც Google ს წინა Android ტელეფონები , Nexus 5 იც , რომელიც შექმნილია კომპანია LG ს მიერ გამოირჩევა თავისი დაბალი ფასით , აღნიშნული სმარტფონის 16GB ვერსიის ღირებულება შეადგენს 349 , ხოლო 32GB იანის 399 დოლარს ,რაც ამ დონის სმარტფონისთვის ძალიან კარგი ფასია. კიდევ ერთხელ გეტყვით ,რომ მასში გამოყენებულია Google ს უახლესი მობილური ოპერაციული სისტემა Android ის ბოლო 4.4 KitKat ვერსია , გარდა ამისა ეს სმარტფონი ყველაზე სწრაფად მიიღებს განახლებებს Google სგან , რაც ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს მის მომხმარებელს .
- 23 replies
-
- 18