საერთაშორისო კომფერენციაზე SC12-ზე კომპანია Advanced Micro Devices (AMD) ოფიციალურად წარადგინა ვიდეოკარტა FirePro S10000. ის დაფუძნებულია 28ნანომეტრიულ ჩიპზე Tahiti PRO-ზე, აქვს 1792 ნაკადიანი პროცესორი და Graphics Core Next (GCN) არქიტექტურა.
დეველოპმერების განცხადებით ეს ვიდეო კარტა გახლავთ ყველაზე ძლიერი პორფეიონალურ ვიდეოამაჩქარებლებს შორის რომლებიც გამოიყენება სერვერებზე,მონაცემთა ცენტრებში, მაღალწარმადობიან სისტემურ გამოთვლებში(High Performance Computing, HPC) და ვირტუალური სამაგიდო PC-ების შემნაში(Virtual Desktop Infrastructure, VDI). მისი Peak წარმადობა ორმაგ სიზუსრის გამოთვლაში აღემატება NVIDIA Tesla K10-ს( აქვს 1,48 TFLOPS).
მოდელი დამზადებულია შავ ბეჭდურ პლატაზე PCI Express 3.0 x16-ზე. მის გაგრილებაზე ზრუნავს სპილენძის სითბური მილები და სამი დიდი ვენტილიატორი. აქვს 6144MB GDDR5 მეხსიერება, 384-ბიტიანი ინტერფეისი. ბირთვის სამუშაო სიხშირეა 825MHz, კვებისთვის აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამაქსიმალური სიმძლავრის მოთხოვნა შეადგენს 375ვატს.
ამდროისთვის მწარმოებელი არ აცხადებს თარიღზე თუ როდის დაიწყება გაყიდვა და რა ეღირება ის.