ამ წლის განმავლობაში ჩინელმა ოვერქლოქერმა wytiwyx-მ ათამდე მსოფლიო რეკორდი დაამყარა Intel-ის 775 სოკეტზე მყოფი პროცესორების ოვერქლოქინგში, ერთ-ერთი იყო მაგალითად 65ნმ Celeron D-ს აჩქარება 8398MHz-მდე რომელიც შემდეგ 8438MHz-მდე გაზარდა საბოლოოდ კი 8486MHz-მდე, გუშინ ძველმა ერთბირთვიანმა პროცესორმა კი გადალახა 8,5MHz-ის ბარიერი.
აზიელმა ენთუზიასტმა გამოიყენა Intel Celeron D 352 პროცესორი, Asus P5E3 Premium/WiFi-AP @n დედადაფა X48 ჩიპსეტზე, თხევადი აზოტი და Gelid GC-Extreme თერმოპასტა.
8543,71 მეგაჰერცამდე გასაზრდელად დასჭირდა Vcore ძაბვის მომატება 2,16V-მდე.
კონფიგში ასევე იყო Avexir Core Series DDR3 ოპერატიული მეხსიერება, 1300-ვატიანი კვების ბლოკი,ძველი ვიდეო ბარათი პასიური გაგრილებით,POST-ბარათი PT093C,ამაორთქლებელი LN2-სთვის და OCZ-ს SSD.