Search the Community
Showing results for tags '6TB'.
-
Wester Digital ის შვილობილმა კომპანია NGST მ იგივე > Hitachi Global Storage Technologies მა წარმოადგინა უახლესი Ultrastar სერიის 6TB ტევადობის შიდა მყარი დისკი ( HDD ), რომელიც დამზადებულია ჰელიუმისგან , ანუ მის შიგნით ნაცვლად ჰაერისა მოთავსებულია ჰელიუმი , რაც მყარ დისკს უფრო მსუბუქს , დახვეწილს , ეკონომიურს ხდის ახლანდელ 4TB ტევადობის მქონე მყარ დისკებთან შედარებით . უფრო ზუსტად კი ეს მყარი დისკი მოიხმარს 23 % ით უფრო ნაკლებ ენერგიას დაუტვირთავ რეჟიმში ( 5.3 ვატი ) , ასევე 49 % ით ნაკლებს თითოეული TB სთვის. 3.5 ინჩიანი ფორმ-ფაქტორის გათვალისწინებით ეს მოდელი 50 % ით უფრო მეტ მასალას დაიტევს და მისი თითოეული TB სთვის ის 38 % ით უფრო მსუბუქიც იქნება. ამ მოდელის წონა კი 640 გრამია . როგორც სურათზე ზედავთ ამ მყარ დისკს აქვს 7 დისკიანი დიზაინი 7200 ბრუნით , თუმცა მისი სისქე იგივეა რაც სტანდარტული 4TB იანი მყარი დისკებისა. აღნიშნული პროდუქცია HGST მ სასერვერო საქმიანობისთვის უკვე შესთავაზა ისეთ კომპანიებს და ორგანიზაციებს როგორიცაა : HP , CERN , Huawei Unified Storage , Netflix და სხვა მსხილ მსოფლიო ორგანიზაციებს და ლაბორატორიებს. კომპანიას მომავლისთვის დაგეგმილი აქვს უფრო ფართოდ აწარმოოს ჰელიუმის მყარი დისკები , უახლოეს ხანებში ჩვენ ვიხიალავთ უკვე 2.5 ინჩიანი ფორმ-ფაქტორის მყარ დისკებსაც ნოუთბუქებისათვის ,მეტი ტევადობით და ნაკლები სიმძიმით, რაც მისწრებაა ულტრაბუქების კიდევ უფრო დახვეწვისთვის.