Search the Community
Showing results for tags '6.1.3'.
-
ისევ მომიწია ეს ბინძური საქმიანობა ... სისტემამკვდარი iPhone 3GS-ით მომადგნენ, ხოდა ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე ჩამოვწერ ახლა რა გავაკეთე და როგორ. ნუ jailbroken iPhone იყო, დაჟე iPad-ის ბეიზბენდი ეყენა მგონია + SHSH არ იყო შენახული... რადგან 4.1 მივაწოდე, დაყენდა და არ ჩაიტვირთა სისტემა. არ მოვყვები ახლა რა ვცადე და როგორ ვცადე გადავალ პირდაპირ საქმეზე. მოკლედ და კონკრეტულად რომ იყოს ყველაფერი დასაწყისში მოვათავსებ საჭირო ფაილებს ლინკებითურთ ნუ აიტუნსის ლინკს არ დავდებ :დ iFaith 1.5.6 - გადმოწერაIPSW 5.1.1 iPhone 3GS - გადმოწერაiReb R7 - გადმოწერაP.S. შეიძლება ვინმეს გამოადგეს IPSW-ების ნაკრები iPhone-ებისათვის > ლინკი //აქვე დავამატებ - ვწერ იმას რაც პირადად გავაკეთე, ჩემთან იმუშავა და თქვენთან თუ რაიმე გაფუჭდება არ ვარ პასუხისმგებელი. სტარტი: დივაისი(iPhone) გადავიყვანოთ Recovery Mode-ში, ჩავრთოთ iTunes და გავაკეთოთ რესთორი. 6.1.3 დაყენდება (26.04.2013 პოსტის დაწერის თარიღი). დაახლოებით 20-25 წუთი დაჭირდა ალბათ ან ნაკლები.შეაერთეთ დივაისი, ამოვაარქივოთ iFaith 1.5.6 და გავუშვათ ადმინისტრატორის უფლებებით (Run As Administrator). iFaith თვითონვე მიხვდება მოდელს და შემოგთავაზებთ SHSH Blobs-ის გადმოწერას, დაეთანხმეთ და აირჩიეთ თქვენთვის მისაღები SHSH, ეს გზამკვლევი დაწერილია 5.1.1-ის გამოყენებით, ასე რომ გადმოვწეროთ 5.1.1. რადგან ISPW-ც 5.1.1 გვაქვს. დავბრუნდეთ მთავარ მენიუში (Main Menu) და ვირჩევთ - 'Build *signed* IPSW w/', შემდეგ 'Browse for SHSH Blobs” აქ ვუთითებთ ჩვენ მიერ გადმოწერილ SHSH Blobs-ს სახელად "0000005CA610550F_5.1.1-9B206_cydia.shsh" - Next ვუთითებთ IPSW-ს 'Browse for an IPSW', რომელიც ალბათ უკვე გადმოწერილი გაქვთ (ლინკი დასაწყისში დავდე) თუ არადა შეუძლია ავტომატურად გადმოწეროს ღილაკით 'Download it for me'. უკვე მითითებული ან გადმოწერილი გვაქვს IPSW, ვკლიკავთ ღილაკზე Build და დაიწყება პროცესი, რომელსაც ბოლომდე უნდა დაველოდოთ რომ მორჩება გავთიშოთ ტელეფონი(კომპთან მიერთებული უნდა იყოს) და ადმიონისტრატორის უფლებებით გავუშვათ iReb r7, გავამზადოთ ტელეფონი, პროგრამაში ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი მოდელი - ამ შემთხვევაში iPhone 3GS და მივყვეთ ინსტრუქციას - 5 წამი მომზადება ტელეფონის ასაღებად, შემდეგ 10 წამი Home და Power ღილაკებით ერთდროულად დაჭერა, 10 წამის შემდეგ ვუშვებთ Power ღილაკს, ისევ გვიჭირავს Home, სულ რაღაც 22 წამზე გაეშვება Exploit, გამოვა საბოლოოდ ასეთი ფანჯარა და გავთიშავთ პროგრამას. საბოლოო ეტაპი(!) - ვრთავთ iTunes-ს (აუცილებელია მე-10 ან უფრო მაღალი ვერსია) მიხვდება Recovery Mode-შიაო. კლავიატურაზე ვაწვებით ღილაკს SHIFT და iTunes-ში 'Restore iPhone', ვუთითებთ iReb r7-ის შექმნილ iPSW-ს((!)არ შეგეშალოთ ორიგინალში, თავდაპირველად გადმოწერილ ვერსიაში), ჩემთან ასეთი სახელი ერქვა - '0000005CA610550F_iFaith_iPhone_3GS-5.1.1_(9B206)_signed'გადაიტვირთება თქვენი აიტელეფონი და დაიწყება არც ისე მოკლე პროცესი, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ ჯეილბრეიკი თქვენვის მომინდია. მაგის დაწერის დრო არ მაქვს How to Jailbreak - Click © ANuB1S