Search the Community
Showing results for tags '4k display'.
-
ქალაქ ბერლინში მიმდინარე ღონისძიება IFA 2015 ის ფარგლებში კომპანია Sony-მ 3 სხვადასხვა ფლაგმანური Xperia სერიის სმარტფონი წარმოადგინა: Xperia Z5 Compact, Z5 და მსოფლიოში პირველი 4K ეკრანის მქონე Z5 Premium. როგორც წინა თაობები ასევე Z5 სერიის სამივე მოდელი ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით, რომელთა შორის აღსანიშავია უპირველესად მათი წყალ და მტვერგამძლე კორპუსები, რაც IP68 სტანდარტითაა უზურნველყოფილი. ახალ თაობაში გაუმჯობესდა ორივე კამერა, მთავარი კამერის სენსორი განახლდა და ახლა უკვე ის გახლავთ კომპანიის საფირმო Exmor RS 23MP (IMX300) იანი 1/2.3" შეფარდების მქონე სენსორი, 24mm f/2.0 ფართეკუთხოვანი ლინზის ექვივალენტი, ანუ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო 4:3 შეფარდებით მაქსიმალური 23MP გაფართოებით 5520x4140 ან 16:9 შეფარდებით 20MP 5984x3366 გაფართოებით, ვიდეოს გააღება კი შესაძლებელია 4K 30@fps ან Full HD 60@fps ით, ასევე სამივე მოდელს ექნება 5.1 MP 1080P ფრონტალური კამერა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ამ 3 სმარტფონის ტექნიკურ მხარეში კიდევ არის მნიშვნელოვანი მსგავსებები, კერძოდ: სამივე მათგანში მოთავსებულია მძლავრი Qualcomm MSM8997 Snapdragon 810 ჩიპსეტი, რომელიც მოიცავს 8 ბირთვიან ( 4x 1.5GHz Cortex A53 და 4x 2.0Ghz Cortex-A57) პროცესორს ასევე გრაფიკულ ადაპტერს Adreno 430 ს. სამივე მათგანს აქვს 32GB შიდა მეხსიერება და Micro SD სლოტი 200GB მდე მოცულობის მხარდაჭერით, თუმცა განსხვავებულია ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რომელიც Z5 Compact ისთვის შეადგენს 2GB-ს, ხოლო Z5 და Z5 Premium ისთვის 3GB-ს. კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტი ამ სმარტფონებისთვის მათი ეკრანებია, რომელთა გაფართოება და ზომა სამივე მოდელისთვის სხვადასხვაა, თუმცა სამივე აღჭურვილია კომპანიის საფირმო Triluminos და X-Reality Engine ტექნოლოგიებით. Xperia Z5 Compact-ს მსგავსად წინა თაობისა აქვს 4.6 ინჩიანი 720P ეკრანი, Xperia Z5 ს ასევე წინა თაობის მსგავსად 5.2 ინჩიანი 1080P ეკრანი, ხოლო რევოლუციურ 5.5 ინჩიანი Xperia Z5 Premium არის პირველი სმარტფონი მსოფლიოში, რომელსაც აქვს 4K (806 ppi) გაფართოება. გარდა ამისა სამივე მოდელს გააჩნია Fingerprint სენსორი. ზომების შესაბამისად ამ სმარტფონების ბატარეის ტიპი და მოცულობა შეადგენს: Li-ion 2700, 2900 და 3430 mah-ს, კომპანიის გაცხდებით კი მათი გამძლეობის დრო აქტიური მოხმარების რეჟიმშიც კი 2 დღემზე იქნება. რაც შეეხება სმარტფონის წონას და სისქეს: Z5 Compact ისთვის ეს მაჩვენებლებია 138 გრამი და 8.9მმ, Z5 ისთვის 154 გრამი და 7.3მმ, ხოლო Z5 Premium ისთვის 180 გრამი და 7.8მმ. სამივე მათგანი იმუშავებს Android 5.1 Lolipop ოპერაციული სისტემის ქვეშ.