Search the Community
Showing results for tags '3200 x 1800'.
-
კომპანია Dell მა მომხმარებელს წარუდგინა ახალი Workstation ტიპის ნოუთბუქი , მოდელი M3800 , რომელსაც აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემები . მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის 15.6 ინჩიანი LCD (Liquid Crystal ) ეკრანი , რომლის რეზოლუცია არის 3200 x 1800 პიქსელი. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს , ლეპტოპი აღჭირვილი იქნება კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის Core i7-4702MQ (Haswell) პროცესორით , კომპანია Nvidia ს პროფესიონალური Quadro K1100M ვიდეო ბარათით ,რომელსაც ექნება 2GB GDDR5 ტიპის მეხსიერება , ნოუთბუქს ექნება 16GB DDR3 ტიპის ოპერატიული მეხსიერება და მომხმარებლის სურვილის შესაბამისად შესაძლებელი იქნება 32GB მდე გაზრდა , ასევე მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს 1TB მყარი დისკი ან 512GB SSD ტიპის მეხსიერება. გარდა ამის ნოუთბუქს , რა თქმა უნდა აქვს ყველა საჭირო ფუქნცია , როგორიცაა HD Web კამერა , BlueTooth , WiFi , HDMI , USB 3.0 პორტები. მისი წონა შეადგენს სულ რაღაც 2 კილო-გრმას , სისქე კი 18 მილი-მეტრს. რაც შეეხება ამ შესანიშნავი Workstation ტიპის ნოუთბუქის ფასს , იგი იქნება 1699 და 1999 ამერიკული დოლარი შესაბამისად განსხავვებული კონფიგურაციებისა.