Search the Community
Showing results for tags '2K Marin'.
-
რამდენიმე კვირის ჭორი გავრცელდა რომ თამაში XCOM, რომელიც 2010 წელს დაანონსდა და 2006 წლიდან მოყოლებული დეველოპინგის პროცესში იყო, გაუქმდა. მოგვიანებით 2K Games-მა დომეინები დაარეგისტრირა, რომელშიც The Bureau ფიგურირებდა, დღეს კი The Bureau: XCOM Declassified ოფიციალურად დაანონსდა. თამაში ამ წლის 20 აგვისტოს გამოვა PC, PS3 და X360 პლათფორმაზე თამაშის მოქმედება 1962 წელს ვითარდება, ისტორია მოგვითხრობს XCOM ორგანიზაციის წარმომავლობის შესახებ. დასაწყისიდან კომპანია დაარსდა იმ მიზნით რომ თვალყური ედევნებინა საბჭოთა კავშირის მოქმედებებისათვის ცივი ომის პერიოდში. თუმცა როდესაც დედამიწას თავს დაესხმებიან უცხო პლანეტელები, ბიუროსა და მთავარი გმირის უილიამ კარტერის (William Carter) დავალებები მნიშვნელოვნად იცვლება. თამაშის სამხატვრო დირექტორის, მორგან გრეის (Morgan Gray) თქმით, დეველოპერები შეეცადნენ შეექმნათ თამაში რომელიც გააერთიანებდა როგორც ტაქტიკური ექშენის, ასევე მესამე პირის შუთერის ელემენტებს. 2K ირწმუნება რომ The Bureau: XCOM Declassified იქნება ერთ-მოთამაშიანი თამაში, რომელიც ფოკუსირებული იქნება მოთხრობაზე და არ ექნება მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი. მოთამაშეები ვინც წინასწარ შეუკვეთავენ თამაშს, მიიღებენ დამატებითი მისიების პაკეტს, სახელად "Codebreakers". თამაში იქნება ტაქტიკაზე დაფუძნებული და თქვენ ვერ შეძლებთ "რემბოს" სტილით თამაშს. @IGN