Search the Community
Showing results for tags '29EB73-P'.
-
კომპანია LG მ წარმოადგინა უკვე საკმაოდ პოპულარული Cinematic სტანდარტის ახალი ულტრა განიერი 29 ინჩიანი LED backlight AH-IPS პანელზე დაფუძნებული 2 ახალი მონიტორი , მოდელი 29EA73-P და 29EB73-P რომლებიც წინა მსგავს მონიტორთან მოდელ 29EA93 შედარებით უფრო იაფი იქნება. პირველ რიგში ამ 2 მოდელს შორის ძირითადი სხვაობა არის მხოლოდ მათი ზომები და დიზაინი. პირველი მოდელის ზომებია 699.7 x 387.0 x 197.2 mm , წონა 5.9 კილოგრამი , ხოლო მეორე მოდელის ზომებია 699.7 x 395.3 x 225.0 mm წონა კი 6.9 კილოგრამი. 29EA73-P 29EB73-P რაც შეეხება ამ მონიტორების ტექნიკურ მახასიათებლებს. ორივე მოდელის რეზოლუცია არის 2560 x 1080 ხოლო , Aspect Ratio Cinematic სტანდარტის შესაბამისად არის 21:9 , კონტრასტულობა 5,000,000:1 (DFC 1,000:1) , სიკაშკაშე 300 cd/m2 , რეაგირების დრო 5ms (GTG) , ხედვის კუთხე 178/178 გრადუსი. გარდა ამისა ორივე მოდელს აქვს შემდეგი სახის პორტები: DVI-D, 2x HDMI (1x MHL), DisplayPort, USB 2.0 და 3x USB 3.0 და მათში ჩაშენებულია 7 Watt იანი სტერეო დინამიკები. 29EA73-P 29EB73-P ორივე მონიტორს გააჩნია სპეციალური 4-Screen Split ფუნქცია , რითაც შესაძლებელია ეკრანის 4 ად გაყოფა , ამისთვის მათ მოყვებათ შესაბამისი პროგრამის დისკი.