Search the Community
Showing results for tags '29'.
-
"თამაშებზე ფოკუსირებული, დეველოპერით შთაგონებული" E3 2013-ზე Sony-მ ოფიციალურად წარადგინა PlayStation 4. კონსოლი გამოვა ამ წლის ბოლოს და ეღირება 400$. პროგრამული მახასიათებლები: PlayStation Plus სერვისი ახლა აუცილებელია თამაშის მულტიფლეირის წვდომისთვის. იგი იღერება თვეში 5$-ზე ნაკლები და ამავე დროს სთავაზობს უფასო თამაშებს, ასევე სერვისის გამოწერა გავრცელდება თქვენს PS3-ზე და PS Vita-ზე; PS3 დისკებთან არათავსებადობა, მაგრამ Gaikai ღრუბლოვანი სერვისის დახმარებით მათი ჩატვირთა შესაძლებელი იქნება (ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია); USTREAM სერვისის მხარდაჭერა; თამაშის პროცესის ჩაწერა და გაზიარება კონტროლერის "Share" ღილაკის დახმარებით; გამოყენებული დისკების მხარდაჭერა; ინტერნეტთან მიერთება არ არის აუცილებელი; დამოუკიდებელ დეველოპერებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ თამაშები PSN-ში; უფასო (Free-2-Play) თამაშების მხარდაჭერა; ამ ჯერზე შექმნის პროცესშია 140 PS4 თამაში, რომლიდანააც 100 პირველი 12 თვის განმავლობაში გამოვა; სოციალური ქსელების ინტეგრაცია (მაგ. Facebook-ის ანგარიშის დაკავშირება). აპარატული მახასიათებლები: ნახევრად-მოდიფიცირებული 8-ბირთვიანი AMD x86-64 CPU (ინტეგრირებული APU-თი); 500 გბ გაძლიერებადი მყარი დისკი; უნიფიცირებული 8 გბ GDDR5 ოპერატიული მეხსიერება; HDMI 1080P და 3D თამაშების მხარდაჭერა, 4K ვიდეოს მხარდაჭერა; 802.11 b/g/n Wireless, Bluetooth 2.1, USB 3.0, Ethernet 10/100/1000 მხარდაჭერა; DualShock 4, PlayStation Move, PlayStation Vita კონტროლერებთან თავსებადობა; PlayStation Eye-ს მხარდაჭერა; Blu-ray და DVD წამკითხველი; საწყისი ფასი - 400$ @Amazon Dualshock 4 - 60$ @Amazon PS4 Camera - 50$ @Amazon @Wikipedia @Playstation ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გაშვების ოფიციალური ვიდეო: გაშვების საღამო:
