Jump to content

Search the Community

Showing results for tags '2014'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. Codemasters-მა გამოაქვეყნა F1 2014-ის ახალი თრეილერი, რომელშიც ასახულია გეიმფლეის სოჭში. შემქმნელებმა აჩვენეს დანილა კვიატას რბოლა Toro Rosso STR9-ზე. შემქმნელებმა გაავრცელეს სისტემური მოთხოვნებიც. მინიმალური სისტემური მოთხოვნები: ►ოპ. სისტემა: Windows Vista / 7 / 8 ►პროცესორი: Intel Core 2 Duo, 2.4 GHz ან AMD Athlon X2 5400+ ►ვიდეო კარტა: AMD HD2600 და მაღლა NVIDIA Geforce 8600 და მაღლა ►ადგილი მყარ დისკზე: 15GB რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: ►ოპ. სისტემა:Windows Vista / 7 / 8 (მხოლოდ 64-ბიტიანი) ►პროცესორი: Intel Core i7 ან AMD FX-ის სერიები ►ოპერატიული მეხსიერება: მინიმუმ 1GB ►ვიდეო კარტა: AMD HD6000 სერიის და Nvidia GTX500-ის სერიის ►ადგილი მყარ დისკზე: 20GB F1 2014-ის რელიზი დაგეგმილია 17 ოქტომბერს. თამაში გამოვა PC, Xbox 360 და PlayStation 3.
  2. კომპანია Atari-მ გამოაქვეყნა Alone in the Dark: Illumination-ის პირველი თრეილერი. თამაში წარმოადგენს ჰორორის კლასიკური სერიის გადატვირთვას. Alone in the Dark: Illumination იქმნება Unreal Engine 4-ის ძრავაზე. თამაშს ექნება კო-ოპერატიული რეჟიმი 4 სხვადასხვა კლასის პერსონაჟებით: მონადირე, კუდიანი, ინჟინერი და მღვდელი. ცხადია, რომ მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ 4 კაცად და გაემგზავრონ ქალაქში, სადაც მეფობს ზებუნებრივი ძალა, ცნობილი როგორც "ბნელეთი". თამაშის შექმნით დაკავებულია სტუდია Pure, ახალი სტუდია, რომლის თანამშრომლების რიცხვში შედიან Dead Island 2-ის, Bioshock: Infinite-ის და Battlefield 2-ის შემქმნელები. Alone in the Dark: Illumination-ის რელიზი დაგეგმილია 2014 წლისთვის.
  3. Counter-Strike-ის სერია შეივსება ცალკეული გადახვევით ზომბებთან ერთად. Nexon Europe-ის გუნდმა დაანონსა შუთერი სახელწოდებით Counter-Strike Nexon: Zombies. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, ზომბები თამაშში იქნებიან სწრაფები, აგრესიულები და ძალიან სახიფათოები. ამგვარად, შემქმნელები იმედოვნებენ შექმნან უცნაური ახალი გეიმფლეი პოპულარული სერიის შიგნით. თამაშში ამის გარდა იქნება ახალი იარაღების მთელი ჩამონათვალი. "ჩვენ მოხარულები ვართ წარვადგინოთ პოპულარული შუთერის უფასო ონლაინ ვერსია Steam-ის ქსელში. Counter-Strike Nexon: Zombies წარმოადგენს საინტერესო და ყველა მოთამაშისთვის ხელმისაწვდომ შუთერს პირველი პირიდან. თამაში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალწვეულებისთვის Counter-Strike-ში, ასევე შესთავაზებს კლასიკური გეიმფლეის ვეტერანებს ექშენის უახლეს მექანიკას", - აღნიშნა კენი ჩანგმა, რომელიც არის Nexon Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი. ადრე კომპანია Nexon-მა გამოუშვა მოდიფიკაცია Counter-Strike Online-ისთვის სახელწოდებით Zombie Darkness, რომელმაც მოიპოვა პოპულარობა კორეაში. ცხადია, რომ ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა გამოეშვა ზომბები დამოუკიდებელი თამაშის სახით. ახალი თამაშის რელიზი შედგება 2014 წლის მესამე კვარტალში Steam-ზე.
  4. Crytek გეგმავს გამოუშვას თამაში Ryse: Son of Rome РС-ზე. ადრე Xbox One-ის ექსკლუზიური ექშენი გამოვა ახალ პლათფორმაზე უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე. "ჩვენ გამოვუშვებთ Ryse-ს PC-ზე 4K გაფართოვების მხარდაჭერით. ეს გაფართოვება გახდება ახალი ბიძგი PC თამაშების გრაფიკისა და Ryse გახდება კარგი დემონსტრაცია თანამედროვე კომპიუტერების შესაძლებლობისა. ჩვენ უფლება მივეცით ჩვენს გუნდს ეჩვენებინა რა შეუძლია CryEngine-ს, კომპრომისების გარეშე, რაც გახდა შესაძლებელი მოწყობილობის წყალობით, რომელიც PC გეიმერბისთვისაა ხელმისაწვდომი", - აღნიშნა კარლ ჯონსმა, Crytek-ის დირექტორმა. "Ryse გახდება საჩვენებელი თამაში პერსონალური კომპიუტერებისთვის მიმდინარე წელს და, შეიძლება დიდიხნით მომავალშიც. ჩვენი საზოგადოება ითხოვდა თამაშის PC ვერსიის გამოშვებას და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ტექნოლოგები, რომ ეს სურვილი ავუხდინოთ ხარისხის უმაღლეს დონეზე". PC ვერსიის გამომცემელი როგორც ცნობილია გახდება კომპანია Deep Silver.
  5. კომპანია Square Enix გეგმავს გამოუშვას სტუდია United Front Games-ის ექშენი Sleeping Dogs HD ხარისხში. Amazon-ის ლისტინგში გაჩნდა გამოცემა Sleeping Dogs: Definitive Edition, რომლის რელიზიც გათვლილია PlayStation 4-სთვის და Xbox One-ისთვის. გამოცემაში იქნება თამაში და ყველა დამატება, რაც კი რელიზის შემდეგ გამოვიდა. ლისტინგში ნათქვმაი, რომ ახალი გამოცემის წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში ბონუსის სახით მოთამაშეებს გადაეცემათ 28 გვერდიანი წიგნი თამაშის კონცეფტ-არტებით. Definitive Editions-ის ოფიციალური ანონსი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ Amazon-ზე მითითებულია რელიზის თარიღი - 2014 წლის 14 ოქტომბერი. თამაშის აღწერაში ნათქვმია, რომ თამაში "სპეციალურად გადააკეთეს ახალი თაობის კონსოლებისთვის".
  6. City Interactive-მა დაანონსა Lords of the Fallen-ის რელიზის ზუსტი თარიღი. თამაში გამოვა ერთდროულად Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე ოქტომბრის ბოლოს. გეიმერებს მოუწევთ მოირგონ ჰარკინის როლი, რომელიც არის კაცობრიობის ერთ-ერთი სახიფათო ბოროტი პერსონაჟი. დამნაშავემ მიიღო შანსი, რომ გამოისყიდოს ცოდვები და მიემგზავრება მოგზაურობაში, რომ აღმოფხვრას ადამიანების ყველაფერი ცუდი და შეებრძოლოს დაცემული ღმერთების არმიას. სურათები ARTWORK მთავარ გმირს მოუწევს იპოვოს საიმედო მოკავშირეები, შეხვდეს უძლიერეს მტერს და გაიგოს ღმერთების არმიის მეთაურის - ლორდ რჰოგარის ჭეშმარიტი ძლიერება. Lords of the Fallen-ის რელიზი შედგება 28 ოქტომბერს.
  7. Focus Home Interactive-მა გამოაქვეყნა თავისი ახალი პროექტის - Styx: Master of Shadows-ის პირველი ვიდეორგოლი. რგოლში შემქმნელებმა გაგვიზიარეს გეიმპლეის სხვადასხვა სისტემები, რომლებიც იქნება თამაშში. ახალი თამაში გახდება Of Orcs and Men-ის სერიის გადახვევა. მთავარი გმირი იქნება სტიქსი, რომელიც არის მოხერხებული გობლინი და რომელსაც შეუძლია შეუმჩნევლად შეაღწიოს ყველაზე დაცულ დარბაზებში. Cyanide Studios უმზადებს გეიმერებს სტელს-ექშენს, სადაც მოთამაშეებს მოუწევთ მოპარონ ადამიანებს წმინდა ტოპაზი. Styx: Master of Shadows-ის რელიზი დაგეგმილია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე და РС-ზე. თამაში გამოვა 2014 წელს. სურათები:
  8. ეს უცნაური საშიში-ფიქციონალური ჟანრის თამაში წინა წლის თებერვალში დაანონსდა: იქმნება დამოუკიდებელი დეველოპერის, The Astronauts-ის მიერ, რომელიც გამოეყო People Can Fly-ს (Bulletstorm-ისა და ორიგინალი Painkiller-ის შემქმნელი), მას შემდეგ რაც Epic Games-მა იყიდა სრულად კომპანია. რამდენიმე კვირის წინ ახალი ვიდეო გამოქვეყნდა: თამაშის რელიზი ამ წლის სექტემბერშია დაგეგმილი. იქმნება Unreal Engine 3-ზე. დეველოპერმა ასევე გამოაქვეყნა პრიკუელის მინი-კომიქსი. @TheAstronauts
  9. წელს PC-ზე ექნება EA SPORTS IGNITE ძრავა რომელიც 14-ში ქონდათ ახალ კონსოლებს თამაში გამოვა 2014 წლის 23 სექტემბერს ყველა პლატფორმაზე მინიმალური სისტემური მოთხოვნები: OS: Windows 7/8/8.1 -64-bit CPU: Intel Q6600 Core2 Quad @ 2.4Ghz RAM: 4GB Hard Drive Space Required: 15.0 GB Minimum Supported Video Cards: ATI Radeon HD 5770, NVIDIA GTX 650 DirectX: 11.0 რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: OS: Windows 7/8/8.1 -64-bit CPU: Intel i5-2550K @ 3.4Ghz RAM: 8GB Hard Drive Space Required: 15.0 GB Minimum Supported Video Cards: ATI Radeon HD 6870, NVIDIA GTX 460 DirectX: 11.0
  10. კომპანია Capcom-მა ოფიციალურად დაანონსა Dead Rising 3-ის რელიზი PC-ზე. ახალ პლათფორმაზე თამაში გამოვა უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, PC-ზე თამაში გამოვა "სრულიად ოფტიმიზირებული ფართო ეკრანებისთვის, პერსონაჟების განახლებული ტექსტურებით, გარემოთი და თამაშის ობიექტებით". თამაშში ასევე იქნება Steam-ის სერვისების მხარდაჭერა. РС ვერსიაში მართვა იქნება კლავიატურით და თაგვით, მაგრამ გეიმპადების მოყვარულების შეეძლებათ სქემების გადართვა. Xbox One-ზე გამოსულმა ექსკლუზივმა გამომცემელს მოუტანა 1,2 მილიონი გაყიდული ასლი.
  11. კონფერენციების დაწყების თარიღები @E3Countdown პირდაპირის ლინკები: @Twitch @GameTrailers @GameSpot @IGN ოფიციალური საიტი - @E3Expo რა თამაშების ჩვენებას/ანონსს ელით?
  12. გუშინ ამ თამაშის ინფორმაცია, Battlelog-ის განახლების შედეგად გავრცელდა ინტერნეტში. მოგვიანებით EA-მ დაამოწმა ინფორმაცია, და რომ თამაშის სრულ ანონსს E3-ზე ვიხილავთ, მაგრამ დღეს ტრეილერიც გაიპარა ქსელში: http://www.youtube.com/watch?v=JELERWnsdeg აქედან სავარაუდოდ არ წაიშლება ვიდეო თამაში იქმნება Visceral Games-ის მიერ, რომლებიც როგორც ჩანს ისვენებენ დროებით Dead Space-ის სერიისგან. თამაში ორიენტირებული იქნება პოლიციელებისა და მძარცველების დაპირისპირებაზე. თამაშის ინტერნალური კოდური სახელია "Omaha". თამაში სავარაუდოდ გამოვა როგორც PC და ამჟამინდელი თაობის კონსოლებზე (PS4 და Xbox One), ასევე წინა თაობის კონსოლებზეც (PS3 და Xbox 360).
  13. კომპანია Deep Silver-მა ოფიციალურად დააანონსა Metro: Redux - Metro 2033-ის და Metro: Last Light-ის კომპლექტი განახლებული გრაფიკით ახალი თაობის მოწყობილობებისთვის. რელიზის თარიღად მითითებულია 2014 წლის ზაფხული. შემქმნელების სიტყვების მიხედვით Redux გახდება არამხოლოდ პორტი FullHD გრაფიკით, არამედ "ნამდვილი სარეჟისორო ვერსია", რომელიც შექმნილია თანამედროვე მოწყობილობებისთვის. ორივე თამაშს ექნება განახლებული გრაფიკა და ყველა დამატება. Metro 2033-ს ასევე შეავსებენ ახალი კონტენტით და გეიმპლეის შესაძლებლობებით. Metro 2033 Redux გამოვა გუნდ 4A Games-ის განახლებულ ძრავაზე, რომელიც გამოიყენებოდა Metro: Last Light-ის შექმნისთვის. თამაშის გაუმჯობესებული მუშაობის გარდა, ახალი ძრავა ასევე დაამატებს შესაძლებლობებს, რომლებიც იყო მხოლოდ Metro: Last Light-ში. შემქმნელებმა ასევე სრულიად გადააკეთეს ქათ-სცენები ორიგინალი თამაშისთვის, განაახლეს ლეველების მთელი ჩამონათვალი და დაუმატეს ახალი სექციები. თამაშში ასევე იქნება გეიმპლეის ორი რეჟიმი: Survival - ნელი თამაშისთვის Metro 2033-ის სტილში და Spartan - ექშენის ფანებისთვის Metro: Last Light-ის სტილში. სურათები
  14. კომპანია Ubisoft-მა დაანონსა Far Cry-ს მომდევნო სერია. როგორც Far Cry 4-ის წინაპრები ესეც გახდება შუთერი პირველი პირიდან ღია სამყაროთი. ახალი თამაშის მოვლენები განვითარდება ჰიმალაის გამოგონებულ რეგიონ კირათში, სადაც მმართველი არის თვითმარქვია მეფე. მოთამაშეებს ელოდებათ ეგზოტიკური ლოკაციები სხვადასხვა გეოგრაფიული წვრილმანებით და ფაუნით. "Far Cry 3-ის წარმატებების კვალდაკვალ ჩვენ გვინდოდა აგვეყვანა სერია ახალ დონეზე და შეგვექმნა თამაში, რომელიც გააოცებს მოთამაშეებს და გადააჭარბებს ფანების მოლოდინს. Far Cry 4-ის უნიკალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით თამაში შეიძლება გამოეყოს შუთერების ჟანრს პირველი პირიდან. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობებს, რომ განგიმხილოთ უფრო მეტი დეტალები უახლოეს თვეებში", - აღნიშნა თამაშის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, დენ ჰეიმ. კომპანიამ ასევე გახსნა რეგისტრაცია თამაშის წინასწარი შეკვეთებისთვის. შემქმნელები გვთავაზობენ ექსკლუზიური კონტენტის სახით დამატებით მისიებს დათოვლილ მთებში, ყინულიან გამოქვაბულებში და სხვა ეგზოტიკურ ლოკაციებში უძველესი არტეფაქტის საძებნელად. მოთამაშეებს მოუწევთ ითამაშონ გიჟი მკვლელით - ჰარკით. ისინი ვინც წინასწარ შეუკვეთავენ თამაშს ასევე შეეძლებათ ზვიგენებზე ნადირობა. თამაშის შექმნით დაკავებულია 5 სტუდია, მათ შორის - მონრეალის, ტორონტოს, შანხაის და კიევის სტუდიები. Ubisoft-ის წარმომადგენელი შეგვპირდა თამაშის პირველი გეიმპლეის ვიდეოს დემონსტრირებას E3 2014-ზე. Ubisoft-ის პრეს-კონფერენცია ჩატარდება 9 ივნისს. Far Cry 4-ს რელიზი შედგება 2014 წლის 18 ნოემბერს. თამაში გამოვა PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, PC-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. ოფიციალური საიტი: http://far-cry.ubi.com/en-GB/index.aspx http://www.ign.com/articles/2014/05/15/far-cry-4-announced-for-2014?utm_campaign=ign+main+twitter&utm_source=twitter&utm_medium=social http://n4g.com/news/1510999/far-cry-4-welcome-to-kyrat
  15. Activision-მა დააანონსა Transformers-ის ახალი ნაწილი - Transformers: Rise of the Dark Spark. თამაში გამოვა 24 ივნისს. ტრანსფორმერების ახალი ნაწილი გამოვა ერთდროულად ყველა პლათფორმაზე. თამაშში იქნება კოოპერატიული რეჟიმი ოთხი მოთამაშისთვის რეჟიმ Escalation-ში. შემქმნელებმა Transformers: Rise of the Dark Spark-ში დაამატეს დაცვის ახალი სისტემა და პერსონაჟების განვითარება, ასევე 40 სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმერები კიბერტრონიდან და მაიკლ ბეის ფილმიდან.
  16. Activision-მა დაგვდო პატივი და გვაჩვენა ახალი Call of duty advanced warfare-ის თრეილერი. თრეილერი 4 მაისს უნდა გამოსულიყო , მაგრამ როგორც ჩანს Activision-მა ვერ მოითმინა. როგორც რგოლიდან ჩანს თამაშში მონაწილეობს კევინ სპეისი, რომელიც ცნობილია შემდეგი ფილმებით: "პლანეტა კეი-პაქსი", "ოცდა ერთი" "კონვერტი" და ა.შ. სპეისი შეასრულებს კერძო სამხედრო კორპორაციის უფროსის როლს. კორპორაცია ფლობს ეგზოსკელეტების და ჰოვერბაიკების ტექნოლოგიებს. Call of Duty: Advanced Warfare-ში მოვლენები მომავალში განვითარდება ფანტასტიკური და დღევანდელი ტექნოლოგიების ნაზავით. თუკი სპეისის გმირს დავუჯერებთ, ხალხს მომავალში დასჭირდებათ ძლიერი ლიდერები, რომლებიც ფლობენ სამხედრო ძალას. ფაქტია, რომ კორპორაციის უფროსს სურს მსოფლიო ისე გადააწყოს როგორც მას სურს. Call of Duty: Advanced Warfare-ის მოვლენების განვითარების დრო თამაშის მოქმედება მიმდინარეობს 2054 წელში. მსოფლიოში გაჩნდა კერძო სამხედრო კორპორაცია, რომელიც მზადაა კაცობრიობა გადაარჩინოს განადგურებულ სამყაროში და აღადგინოს საზოგადოება გლობალური შეტევების შემდეგ. თქვენ - სრულყოფილი ჯარიკაცი ხართ. აღჭურვილი ხართ ეგზოსკელეტის ახალი თანამედროვე შესაძლებლობებით, ტექნოლოგიური გაუმჯობესებებით და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. მოთამაშეები შეუერთდებიან კარგად გაწრთვნილ, სპეციალიზირებულ ჯარისკაცებს, რომლებსაც ევალებათ მსოფლიოში წესრიგის აღდგენა", - ნათქვამია ოფიციალურ პრეს-რელიზში. Call of Duty: Advanced Warfare გამოვა 2014 წლის 4 ნოემბერს. შეგახსენებთ, რომ თამაშზე მუშაობს Sledgehammer games, სწორედ ის ხალხი რომლებმაც შექმნეს Modern Warfare 3. როგორც ჩანს ეს სათაურზეც აისახა, Modern Warfare-იდან Advanced -ში გადაგვისროლეს დეველოპერებემა.
  17. კომპანია Deep Silver-მა გამოაქვეყნა Risen 3: Titan Lords-ის ტიზერ-თრეილერი. კომპანიამ გადაწყვიტა წარმოეჩინა მოკლე, მაგრამ კინემატოგრაფიული ნაწყვეტი თამაშიდან. შემქმნელები მეტ ინფორმაციას თამაშზე გაამხელენ კელნის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება 10-დან 11 მაისამდე. მოთამაშეებს ელოდებათ ხელოვნურად უზარმაზარი სამყარო, რომელშიც ყოველ გადაწყვეტილებას მოჰყვება თავისი შედეგი. Risen 3: Titan Lords-ი გამოვა PC-ზე, PlayStation 3-ზე და Xbox 360-ზე 15 აგვისტოს.
  18. Tekken-ის შემქმნელებმა წარმოადგინეს Rise of Incarnates თრეილერი. ეს იქნება თამაში სადაც მოთამაშეებს ერთმანეთთან დაპირისპირება ორი ორის წინააღმდეგ მოუწევთ, არსებული პროექტი წლის მეორე ნახევარში გამოვა PC-ის პლატფორმაზე და იგი სრულიად უფასო იქნება. გარდა ამისა, ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში შეგიძლიათ უკვე მონაწილეობა მიიღოთ თამაშის ალფა ტესტირებაში. http://www.riseofincarnates.com/ https://www.youtube.com/watch?v=lksRP845A9M
  19. Codemasters-მა ტისერ ტრეილერი გამოაქვეყნა ახალი GRID-ის ნაწილისთვის, რომელიც 22 აპრილს დაანონსდება. დეველოპერმა NeoGAF-ზე დაამოწმა, რომ ეს არ იქნება ჩამოსატვირთი კონტენტი (DLC) და რომ ასევე კაბინის ხედვა ბრუნდება! დაანონსდა: @VG247
  20. თამაში EA Sports UFC დარელიზდება 17 ივნისს და თამაში იქნება მხოლოდ Xbox One და PS4 სთვის. გავრცელდა ხმები რომ წინასწარი შეძენის შემთხვევაში (Preorder) იქნება ბონუს ჩარაქთერები აქედან ერთ ერთი Bruce lee და ასევე EA ტესტავს განყოფილება ჩემ მოჩხუბარეს (my fighter). ახლა კი ვიხილოთ ვიდეო :
  21. დაანონსდა ახალი სტრატეგიული თამაში Civilization-ის სერიებიდან მას Civilization Beyond Earth ერქმევა, რომლის მოვლენები 2200 წლიდან დაიწყება, დედამიწაზე რესურსების ამოწურვის გამო თქვენ მოგიწევთ შეისწავლოთ გალაქტიკა აღმოაჩინოთ პლანეტები, სიცოცხილს ახალი ინდივიდები და დაამყაროთ კონტაქტი სხვადასხვა რასებს შორის, რათა გადაარჩინოთ კაცობრიობა და იპოვოთ მათთვის "ახალი სახლი". რა თქმა უნდა თამაშში შენარჩუნებული იქნება დიპლომატია, სამორი ტაქტიკა და მეცნიერული მიღწევები. თამაში უკვე ამ წლის შემოდგომაზე გამოვა პერსონალურ კომპიუტერებზე.
  22. ცოტა ხნის წინ Sony_მ დააანონსა ახალი თამაში რომელიც გახდება DayZ,Rust და State Of Decay_ს კონკურენტი თამაშის სახელია H1Z1,თამაშის მოქმედება ხდება სამყაროში რომელმაც გლობალური კატასტროფა განიცადა,უკვე დაახლოებით 15 წელია რაც სამყაროში ვირუსი H1Z1 მეფობს რომელიც ხალხს ეგრედ წოდებულ ზომბებად აქცევს თამაშის შემქმნელმა თქვა რომ ზუსტად DayZ_მ შთააგონა ეს პროექტი და იმასაც ამაყად ამბობს რომ ეს თამაში ყველა მსგავს თამაშზე ბევრად მაღლა იდგება მაგალითად ძლიერ გაუმჯობესებული ძრავა რომელიც Planetside 2_ში გამოიყენება ჯონ სმედლი ამბობს რომ ჩვენ თვალწინ იქნება უზარმაზარი სამყარო და არა ერთი ჩვეულებრივი გაფუჭებული სერვერი როგორ იცხოვრებთ ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული,ყოველი მოთამაშე დაიკავებს თავის ადგილს ამ სამყაროში თამაში იქმნება მხოლოდ PC და PS4 პლატფორმებზე და იქნება F2P (უფასო),მაისში იგეგმება თამშის გახსნილი ბეტა დატესტვა
  23. Gearbox-მა საბოლოოდ აღიარა Borderlands-ის შემდეგი ნაწილის არსებობა რომესლაც Borderlands: The Pre-Sequel ერქმევა. თამაშის მოქმედება განვითარდება თამაშის პირველ და მეორე ნაწილებს შორის სადაც მოთხრობილი იქნება თუ როგორ მიაღწია Handsome Jack-მა თავის ძალაუფლებას. თამაში გამოვა 2014 წლის შემოდგომაზე PC, xbox360, PS 3 -ის პლატფორმებზე, თამაშზე სტუდია 2K Australia-ია მუშაობს რომელსაც წინა ნაწილის შემქმნელებიც ეხმარებიან. Gameplay https://www.youtube.com/watch?v=KgTR89m-WdQ
  24. 5 თვის წინ წარმოდგენილი იყო თამაში Soma-ს Gameplay, ამ პროექტზე ცნობილი იყო მხოლოდ ის რომ ეს იყო Horror-ჟანრის თამაში რომელზეც Amnesia-ს შემქნმნელები მუშაობენ, რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა არსებული თამაშის სიუჟეტის განვითარების ადგილი, ეს ადგილი ერთ-ერთი ოკეანის ფსკერია, გარდა იმ მტაცებელი ცხოველებისა რომლებიც ასეთ ადგილებში ბინადრობენ ჩვენ შეგვხვდებიან ისეთი არსებები რომლებიც მოთამაშის ნერვებზე არანაკლებ "ითამაშებენ". თამაშის გამოსვლის თარიღი 2015 წელი პლატფორმა PC, PS4. PS4 - SOMA Cinematic Trailer SOMA - Debut Gameplay Trailer - Eurogamer
  25. პირველ დღეს ყოველთვის საინტერესო სიახლეებია მომხმარებლებისთვის (Windows Phone 8.1, Cortana და შეიძლება ახალი Lumia მოწყობილებებიც ვნახოთ (630 და 930) ამ კონფერენციაზე, შემდეგ დღეებში დეველოპერებისთვის. პირდაპირის ლინკი Channel 9-ზე http://channel9.msdn.com/?wt.mc_id=build_hp&rnd=1396450716152
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.