Search the Community
Showing results for tags '2013'.
-
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კენ ლევინი (Ken Levine) და მისი სტუდია Irrational Games მუშაობდა Project Icarus-ზე, ეს უკანასკნელი, კი BioShock Infinite აღმოჩნდა. გუშინ კი პრესის წარმომადგენლებისთვის გამართეს დემონსტრაცია ნიუ-იორკში. ამ დღეებში ქსელში გავრცელდება ვიდეო, სადაც თამაშის რეალური გეიმფლეი იქნება ნაჩვენები. BioShock: Infinite - ეს არის პირველი პირის შუთერი, რომელშიც მოქმედება 1912 წელს ხდება. ეს იქნება ახალი განსხვავებული თამაში, რომლის მოქმედებაც წ#$%ს ქალაქ Rapture-დან დიდ ცის ქალაქ Columbia-ში გადავა. Pinkerton-ის ყოფილი აგენტი ბუქერ დეუითი (Booker DeWitt) გაგზავნილი იყო Columbia-ში, რათა გადაერჩინა ელიზაბეტი (Elizabeth), ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ძალით ყავდათ ამ ქალაქში ბავშვობიდან. ბუქერმა ურთიერთობა უნდა დაამყაროს ელიზაბეტთან, ასწავლოს თავისი შესაძლებლობების გამოყენება და ამ ნიჭის წყალობით უნდა გამოიქცნენ ცის ქალაქიდან და დაბრუნდნენ დედამიწაზე. მთავარ გმირს ასევე მოუწევს ბევრი ბრძოლა განსხვავებულ მოწინაღმდეგეებთან. ჩვენს არსენალში შევა მრავავალი სახის იარაღი სხვადასხვა შესაძლებლობებით. ამ თამაშის რელიზი 2012 წელს არის დაგეგმილი, გამოიყენებს Unreal Engine 3 ძრავს. P.S BioShock in the sky is coming! წყარო#1: GameTech.ru წყარო#2: GameTech.ru თრეილერი: Debut Trailer http://www.gametrailers.com/player/702795.html Starting From Scratch Interview http://www.gametrailers.com/player/702825.html Story & Concepts Interview http://www.gametrailers.com/player/702804.html
-
მოკლედ ბევრი ლაპარაკი არ უნდა, ბლიზარდის ბოლო შედევრის პირველი ადონი. გამოვა 2012-ში, მეორე ადონიც 2012-ში გამოვა. მოკლედ დატკბით სურათებით და ვიდეოთი, როგორც Wings of liberty-ში იყო, აქაც არ ჩაგრავენ ზერგებს და აპგრეიდ სისტემა დაუმატეს.
-
დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი walking dead-ის FPS ჟანრის შუთერის შესახებ, რომელიც 2013 წელს იხილავს მზის სინათლეს. თამაში ამჯერად დაფუძვნებული იქნება AMC-ს TV Show-ზე. მოთამაშეებს მოუწევთ დერილის და მისი რასისტი ძმის, მერილის, როლის გათავისება, რომლებსაც დაუვიწყარი გზის გავლა მოუწევთ ატლანტაში ჩასაღწევად. მიუხედავად იმისა რომ თამაშის გამომშვები Activision-ია, მას არაფერი საერთო არ ექნება COD-თან. Survival Instinct მთავარი ხიბლი ისაა რომ მოთამაშემ უნდა აირჩიოს გადარჩენის გზა. მოგიწევთ ნაგვის ყუთებში ქექვა, ზომბების ყურადღების გასაფანტი ნივთების მოსაძებნად. ეცადეთ ნელა იმოძრაოთ რადგან ზომბებმა არ იგრძნონ თქვენი ოფლის სუნი.(ავტ: :OK:/> ) დიახ თამაშში არის სროლა და ექშენიც, თქვენ იმასაც გაიგებთ საიდან იპოვა დერილმა თავისი "საფირმო" არბალეტი, მაგრამ ძირითადად დეველოპერები TV-შოუს რეალურობის თამაშში გადმოტანას ეცდებიან. მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ თამაშში არ იქნება სტელსის გამოყენების აუცილებლობა. თქვენ მოგიწევთ ჯგუფის წევრების აყვანა და მათი გაგზავნა რესურსების მოსაპოვებლად. შეგიძლიათ გაატანოთ გარკვეული აღჭურვილობა მაგრამ ნუ იქნებით დარწმუნებულნი რომ ის უკან დაბრუნდება, დიდი შანსია რომ თავისი შეიარაღება ზომბებს "ჩააბაროს". თამაში ორ ეტაპად იყოფა: ა პუნქტიდან ბ პუნტში გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა/დაცვა, რა დროსაც მარაგის შევსება მოგიწევთ. ცუდი სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში შეიძლება მგზავრობისას საწვავი გაგითავდეთ და მაშინ ნამდვილად ცუდად გექნებათ საქმე. მოკლედ "ქუჩების დახვეტა" და საკუთარი თავის რისკის ქვეშ დაყენება თამაშში წარმატების მიღწევის გადარჩენის საფუძველია. (ავტ: ქტო ნი რისკუიეტ ტოტ ნი პიოტ შამპანსკავა :jump:/> ) [media=]
-
კომპანია Paradox Interactive–მა beat-em-up/პლატფორმერის, The Showdown Effect–ის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა, რომლის დამუშავებაზე Magicka–ს შემქმნელები, Arrowhead Game Studios-ის დეველოპერები ზრუნავენ. [media=] პროექტი სამყაროს მიმდინარე წლის 5 მარტს მოევლინება, პლატფორმა PC.
-
მწარმოებელი:City Interactive გამომცემი:City Interactive ჟანრი:Shooter City Interactive-მა ოფიციალურად დაანონსა Sniper: Ghost Warrior 2, რომელიც დაფუძნებული იქნება CryEngine 3-ზე ძრავაზე. თამაში გამოვა შემდეგ პლატმორმებზე :PC; Playstation 3 და XboX 360. თამაშის გამოსვლა იგეგმება 2012 წლის პირველ ნახევარში.
-
SimCity (2013) სიმულატორი რომლის ანონსი 2012 წლის 6 მარტს შედგა, ხოლო გამოსვლის თარიღად დასახელებულია 2013 წლის 7 მარტი. Developer - Maxis Publisher - Electronic Arts [media=] www.youtube.com/watch?v=TqUCmlbkkS0
-
მოკლედ რა ხდება fifa 13 გადმოვწერე demo ვერსია. origin რომ აქვს EA-ს ეგ ჭირდებოდა დავაყენე ეგეც დავრეგისტრირდი და ახლა აქტივაციის კოდი მომთხოვა და ხომ არ იცით სად ვნახო ან ვინმეს ხომ არ გაქვთ? :cry:
-
ელდერ სკროლის გაგრძელება 2011 წლის 11 ნოემბერს გამოვაო პს-ზე და კონსოლებზე, ესეც VGA 10-ის ტრეილერი ჯერ-ჯერობით მარტო ეს ინფო გამოვქექე თამაშზე http://www.ag.ru/news/id/id21192
- 145 replies