Search the Community
Showing results for tags '18'.
-
კომპანია Ubisoft-მა დაანონსა Far Cry-ს მომდევნო სერია. როგორც Far Cry 4-ის წინაპრები ესეც გახდება შუთერი პირველი პირიდან ღია სამყაროთი. ახალი თამაშის მოვლენები განვითარდება ჰიმალაის გამოგონებულ რეგიონ კირათში, სადაც მმართველი არის თვითმარქვია მეფე. მოთამაშეებს ელოდებათ ეგზოტიკური ლოკაციები სხვადასხვა გეოგრაფიული წვრილმანებით და ფაუნით. "Far Cry 3-ის წარმატებების კვალდაკვალ ჩვენ გვინდოდა აგვეყვანა სერია ახალ დონეზე და შეგვექმნა თამაში, რომელიც გააოცებს მოთამაშეებს და გადააჭარბებს ფანების მოლოდინს. Far Cry 4-ის უნიკალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით თამაში შეიძლება გამოეყოს შუთერების ჟანრს პირველი პირიდან. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობებს, რომ განგიმხილოთ უფრო მეტი დეტალები უახლოეს თვეებში", - აღნიშნა თამაშის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, დენ ჰეიმ. კომპანიამ ასევე გახსნა რეგისტრაცია თამაშის წინასწარი შეკვეთებისთვის. შემქმნელები გვთავაზობენ ექსკლუზიური კონტენტის სახით დამატებით მისიებს დათოვლილ მთებში, ყინულიან გამოქვაბულებში და სხვა ეგზოტიკურ ლოკაციებში უძველესი არტეფაქტის საძებნელად. მოთამაშეებს მოუწევთ ითამაშონ გიჟი მკვლელით - ჰარკით. ისინი ვინც წინასწარ შეუკვეთავენ თამაშს ასევე შეეძლებათ ზვიგენებზე ნადირობა. თამაშის შექმნით დაკავებულია 5 სტუდია, მათ შორის - მონრეალის, ტორონტოს, შანხაის და კიევის სტუდიები. Ubisoft-ის წარმომადგენელი შეგვპირდა თამაშის პირველი გეიმპლეის ვიდეოს დემონსტრირებას E3 2014-ზე. Ubisoft-ის პრეს-კონფერენცია ჩატარდება 9 ივნისს. Far Cry 4-ს რელიზი შედგება 2014 წლის 18 ნოემბერს. თამაში გამოვა PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, PC-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. ოფიციალური საიტი: http://far-cry.ubi.com/en-GB/index.aspx http://www.ign.com/articles/2014/05/15/far-cry-4-announced-for-2014?utm_campaign=ign+main+twitter&utm_source=twitter&utm_medium=social http://n4g.com/news/1510999/far-cry-4-welcome-to-kyrat
- 113 replies
-
- 16
-