Search the Community
Showing results for tags '1333 or...'.
-
მოკლედ თითქოს სხვა საფიქრალი არ მქონდეს ახლა მომინდა ოპერატიულების გამოცვლა. 1333-იანი super talent-ები მაქვს რომელიც 1600 უპრებლემოდ (და ვირივით) მუშაობს 9-9-9-24 ტაიმინგებით. ესეც სქრინი (წინა თემიდან) ვფიქრობ მაღალსიხშირიანებზე გადავიდე (1866+)თან ლამაზი რადიატორებით რომ იყოს(ნუ ცხადია მაღალსიხშირიანები ყველა რადიატორით იქნება) და არა ჩვეულებრივი უბრალო ვიზუალით როგორიც ახლა მაქვს. მოკლედ დღეს მეგობარს გამოვართვი დროებით ესენი 1600 -იანები და იგივე ტაიმინგებით რაც ჩემს 1333-იანებს აქვს. და აიდა 64-ის ბენჩში ასეთი რამ აჩვენა მოკლედ როგორც სქრინზე ჩანს write/copy უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ჩემს 1333-იანებს 1600-ზე მუშაობისას. ასევე დააკლდა ქეშ მეხსიერების გამტარობასაც. ამასთან ერთად passmark-ის პერფომანს ტესტი როა იქ 200+ ქულით ნაკლები აჩვენა ამ ოპერატიულებმა ვიდრე ჩემმა 1333-იანებმა 1600ზე. ვცადე მაღალ სიხშირეზე დაყენება და რაიმე მრგვალ ნიშნულამდე ვერაფრით დავასტაბილურე. 1866-ზე საერთოდ არ ირთვება კომპი. ხოდა ვთჰელ? ასე უნდა იყოს თუ ესენიც ბანძი ოპერატიულებია? კითხვა იმაში მდგომარეობს რომ ღიირს საერთოდ მაღალი სიხშირის მქონე ოპერატიულების ყიდვა? 1600-ზე რაც მაქვს ესენიც უპრებლომოდ მუშაობენ და სტოკ 1600-იანებს ჯობნიან გამტარობით უკვე მეორე ფირმის ოპერატიულებთან მიმართებაშე შევნიშნე (ადრე crucial-ის 1600 მქონდა დასატესტად და თემაც მქონდა მაშინ გახსნილი). მირჩიეთ რა რამე. მინდა შევცვალო ეს მეხსიერებები მაგრამ ისე რომ წაგებაში არ დავრჩე. არ მინდა ქეშ მეხსიერებებს მოაკლდეს სისწრაფე და დაყოვნებამ მოიმატოს როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. და ნამდვილად იქნება ეს შესაძლებელი 1866+ ზევით მქონე ოპერების შემთხვევაში? თან იქნებ ბარემ დამიწეროთ რომელი ოპერატიულებია მართლა კარგი რომ გაუმჯობესება ვიგრძნო თუნდაც ბენჩებში. ბიუჯეტი 130-150 ლარი 2x4gb-თვის. და კიდევ შესაძლებელია რომ მაღალსიხშირიანებთან პროცესორის რამის კონტროლერის გამო უჭირდეს მუშაობა? (i7 2600kს ხო 1333 უწერია მაქსიმუმ). ბიოსიდან როგორც მიჩვენებს მაქსიმუმ 2200 შეუძლია ექსტრიმ პროფაილიდან დაყენება.