კორპორაცია Samsung-მა გამოუშვა კიდევ ერთი ულტრაბუქი ამჯერად Series 9–დან რომელსაც 13,3 ინჩიანი Full HD დისპლეი აქვს რითაც ის განსხვავდება წინამორბედებისგან რომლებსაც აქვთ 1600x900 პიქსელი.
Samsung Series 9–ის ახალი ვარიანტის (NP900X3E-A02US) საშუალო ფასი ამერიკის ბაზრისთვის იქნება $1350–$1400.
ულტრაბუქი აღჭურვილია Intel Core i7-3537U (2 ბირთვი, 2,0/3,1 GHz) პროცესორით, HD 4000 ვიდეო ბარათით, 4Gb ოპერატიული მეხსიერებით, 128Gb SSD და Wi-Fi (802.11 a/b/g/n) ქსელის ადაპტერით, ასევე აქვს სტერეოდინამიკები და 1,3 მეგაპიქსელიანი ვებ კამერა. ბატარეის ხანგრძლივობა ავტონომიურ რეჟიმში შეადგენს 5 საათსა და 50 წუთს(Mobile Mark 2012 ტესტის მიხედვით).
ულტრაბუქი იწონის 1,16 კილოგრამს ხოლო მისი სისქეა 13მმ, მუშაობს MS Windows 8 ოპერაციულ სისტემაზე.
წყარო