Search the Community
Showing results for tags '12-Core'.
-
კომპანია AMD მ გაანახლო სასერვერო Opteron 6300 სერიის პროცესორების ( კოდური სახელით "Warsaw" ) სია 2 ახალი 12 და 16 ბირთვიანი მოდელით , ესენია 12 ბირთვიანი 6338P და 16 ბირთვიანი 6370P. აღნიშნული სერიის პროცესორები ( ეს 2 და წინა მოდელებიც ) აგებულია AMD ს მოდულარ არქიტექტურაზე , კოდური სახელწოდებით "Piledriver" ზე , რომელიც საშუალებას იძლევა სერვერზე მოთავსდეს DDR3-1600/1866 სასერვერო ოპერატიული მეხსიერება 4 არხიან რეჟიმში რა დროსაც ასევე შესაძლებელია პროცერსორის L1 ქეშ მეხსიერება გადანაწილდეს 16 ნაკდად 16 ბირთვიანი მოდელის მუშაობის შემთხვევაში , L2/L3 დონის ქეშ მეხსიერება კი იმუშავებს 16MB ტევადობით ერთ მთლიან სოკეტზე. AMD Turbo CORE ტექნოლოგია ამ სერიის პროცერსორების მომხმარებელს აძლევს საშუალებას რომ პროცესორი ამუშაონ 300 MHz ით უფრო სწრაფად , ტექნოლოგია AMD-P 2.0 იძლევა საშუალებას მარტივად აკონტროლოთ ენერგო მოხმარება და გაგრილების სისტემა თქვენი სერვერისთვის , ტექნოლოგია Direct Connect Architecture 2.0 ით უფრო მარტივია გააუმჯობესოთ სისტემის მუშაობა და გახადოთ ის უფრო სტაბილური. AMD ს ახალი 12 ბირთვიანი 6338P სიხშრით 2.3 - 2.8 GHz და 16 ბირთვიანი 6370P სიხშირით 2.0 - 2.5 GHz თავსებადია სასერვერო G34 სოკეტთან , მათი ქეშ მეხსიერების სიდიდე ისევე როგორც ყველა 6300 სერიის პროცესორისა არის 16MB. პირველი მოდელის ფასია 377 ხოლო მეორის 598 დოლარი. ეს კი გახლავთ AMD Opteron 6300 სერიის პროცესორების სია , ახლა უკვე 12 მოდელისგან შემდგარი >