კომპანია oppo-მ დააანონსა ახალი სმარტფონი OPPO Ulike 2 (U705T) რომელიც იქნება Android 4.0 (Ice Cream Sandwich) ოპერაციულ სისტემაზე და იმუშავებს TD-SCDMA და GSM ქსელებზე.მისი მთავარი ტექნიკური მახასიათებლები ასეთია: 4.5-inch LCD touch-ეკრანი გაფართოებით 960 x 540 და LED განათებით, 1GB ოპერატიული მეხსიერება, 16GB შიდა ფლეშ მეხსიერება, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა(მაღალი ხარისხის) 8 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა, მოდულები Wi-Fi 802.11b/g/n და ინტეგრირებული მედია ფლეიერი, რომელსაც აქვს შემდეგი ფორმატების მხარდაჭერა AAC/FLAC/MP3/OGG/WAV/WMA, AVI/H.264/AVC/MPEG-4 და BMP / GIF / JPEG / PNG. აგრეთვე აქვს SMS, MMS, HTML და ელფოსტის მხარდაჭერა. 3.5mm ყურსასმენების პორტის. მიკრო USB 2.0 პორტი და ესეც ფუნქციები: საათი, მაღვიძარა, წამმზომი, კალენდარი, კალკულატორი და ხმის ჩამწერი. ელემენტის ტევადობაა 2020 mAh. ჩინეთში მისი ფასი იქნება 370$