Search the Community
Showing results for tags 'ჰოლოგრაფიული სმარტფონი'.
-
მოგესალმებით! დიდი ხანია უკვე ნიუსი არ დამიწერია ფორუმზე, განსაკუთრებით მობილურ განყოფილებაში(ისედაც ერთფეროვანი სიახლეების გამო) დღეს კი საინტერესო ნიუს მოგაწვდით ჩინურმა კომპანია Estar-მა შექმნა მობილური აპარატი რომელიც როგორც თვითონ იუწყებიან წარმოადგენს პირველ ჰოლოგრაფიულ სმარტფონს მსოფლიოში. ახალ დევაისი იყენებს წინა კამერას და ოთხ დამატებით სპეციალურ მოდულს მოხმარებლის თავის მდებარეობისა და მხედველობის აღსაქმელად, ასევე ამ მოდულების საშუალებით სურათს ისე ამუშავებს რომ შეიქმნას ჰოლოგრაფიული 3D-ეფექტი. სმარტფონის მართვა შესაძლებელია ჟესტების მეშვეობით დისპლეიზე შეხების გარეშე. Takee 1-ს აქვს MediaTek MT6595 პროცესორი რომელიც იყენებს ARM big.LITTLE(იხ. )არქიტექტურას რომელშიც შედის ძლიერი გრაფიკული ბლოკი PowerVR Series 6, ოთხი Cortex-A17 2.2GHz-2.5GHz და ოთხი Cortex-A7 ბირთვი 1.7GHz ტაქტიკური სიხშირით, ბირთვებს შეუძლიათ ერთდროულად მუშაობა თუკი შესაბამისი სამუშაო მოითხოვს დიდ რესურს - სწორედ ეს არის საფირმო ტექნოლოგია CorePilot Heterogeneous Multi-Processing (HMP). სმარტფონს თავის "ბორტზე" აქვს 2Gb ოპერატიული მეხსიერება, 32Gb ფლეშ მეხსიერება, 5 და 13 მეგაპიქსელიანი კამერა ასევე 5.5 ინჩიანი FHD გაფართოების დისპლეი 1080х1920 პიქსელით. დევაისის კვებას უზრუნველყოფს 2500 მილიამპერიანი ბატარეა ხოლო ოპერაციული სისტემა კი არის Android 4.4 KitKat-ზე დაფუძნებული მოდიფიცირებული საფირმო Takee OS. Estar უკვე იღებს წინასწარ შეკვეთებს, ფასი ცნობილი გახდება აგვისტოს მეორე ნახევარში ვიდეო ჰოლოგრაფიულ სმარტფონზე: დამატებითი სურათები:
- 15 replies
-
- 11