გაუმარჯოს! თავიდანვე დავწერ? რომ მიპასუხოს კარგად გარკვეულმა მომხმარებელმა, "იასნია წ#$% ჯობია" და ა.შ. რჩევები არ მაწყობს. მე მჭირდება ჩამოყალიბებული აზრი და ობიექტური არგუმენტები. იმედია შესავალი უხეშად არ გამომივიდა))) მაშ ასე...
1. კეისი - cooler master cm 690 II advanced
2. CPU- intel core i5-2500k - box cooler
3. GPU- gtx-275 (გამოცვლის პერპექტივით)
არაფერს არასდროს არ (ვარაზგონებ)!!!
გაგრილებას დიდად არ ვუჩივი, მაგრამ რაც შეეხება ხმაურს... ზევით ჩამოთვლილი მოწყობილობების და + ფან ქულერების ხმაურს ვერაფერს ვერ ვუხერხებ და ცოტა არ იყოს მაღიზიანებს.
რამდენადაც მე ვიცი, წ%$&# გაგრილება თითქმის არ ხმაურობს და ეფექტურობაც კარგი აქვს, მაგრამ რუსულ ფორუმებზე წავიკითხე, რომ თუ გამზადებულ სისტემას იყიდი ეფექტური არ არისო და ნორმალური გაგრილება საკმაოდ ძვირი ჯდებაო და ხალხს გადააფიქრებინეს წყალზე გადასვლა.
მირჩიეთ პროცესორის და ვიდეოს საიმედო და ნორმალური გარგრილება. პრიორიტეტი სისტემის უხმაურო მუშაობაა!
რაც შეეხება კითხვას, რა დაჯდება წ%$&# სისტემა ან თუ შეიძლება ჰაერის გაგრილებითაც ჩავახშო ხმაური, (კეისის ფან ქულერების გათვალისწინებით, რომლებიც სავარაუდოდ წყალს აღარ დასჭირდება) მაშინ რომელი ქულერები იქნება მიზანშეწონილი? რომელს რა პლიუსები და მინუსები აქვს (მაგალითად ვიცი, რომ ჰაერის ქულერებს ხშირად ჭირდებათ რადიატორის მტვრისაგან გაწმენდა, მაგრამ მე არ ვიცი, ჭირდება თუ არა წ%$&# სისტემას რაიმე სახის მოვლა)? კონკრეტული რჩევის შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოდ რომელ ქულერს ან წ%$&# სისტემას მირჩევთ! კარგი იქნება თუ პროდუქციის ლინკსაც მიუთითებთ.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!!! )))))
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!!! )))))