გამარჯობათ, მინდა მობილურის შეძენა და არჩევანი მაქვს შედი: iPhone 4s VS HTC One X VS Samsung Galaxy S3. თქვენ რომელს ხმარობთ ან რომელს ისურვებდით და რომელს დაუწერთ მაღალ ქულებს?
iPhone 4s-- რატომღაც დღესაც ყველაზე ძვირად ღირებულია ამ სამიდან ჩემი თანხით ვწვდები რომ შევიძინო 1195 ლარად იგი iPhone+ში, მაგრამ რომ გადავხედე უფრო იაფად შემიძლია შევიძინო HTC One X სულ რაღაც 989 ლარად, რომელსაც უფრო მძლავრი პროცესორი და სხვა დანარჩენი აქვს, რაც შეეხება Samsung Galaxy S3 ესეც სულ რაღაც 1155 ლარი ღირს და ფუქნციებით მგონი ორივეზე მაგარია.
მე მირჩევენ რომ შევიძინო iPhone 4s იმიტომ რომ ზომაში ნორმალურიაო, გამძლეაო, საუკეთესო სენსორი აქვსო და ა.შ. როცა გადავხედე შემდეგ ფასებს დამაინტერესა რომ რატომ ღირს მასზე უფრო ძლიერი ტელეფონი მასზე იაფი და რატომ უნდა გადავიხადო ამდენი ფული.
გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე და რომელზე გავაკეთო არჩევანი.