ყველას მოგესალმებით, მოკლედ, მოგვეცა საშუალება ოფიციალურად გვეთარგმნა ეს შესანიშნავი სიმულატორი, მწარმოებლებს შევუთანხმდით და როგორც კი თარგმნას მოვრჩებით სტიმშიც დაიდება, მანამდე კი დავდებ დაუსრულებელ თარგმანს, სადღაც 300 ხაზიღაა სათარგმნი, კარგი იქნება თუ გადახედავთ და შეცდომებზე მიგვანიშნებთ, რათა შევასწოროთ.
თამაშის გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://www.eurotruc...om/download.php
საჭიროა ბოლო ვერსიის ქონა (1.3.1), შესამოწმებლად დემო ვერსიაც საკმარისია, ასე რომ გატეხვის მეთოდების და ლიცენზიის მოპოვებაზე ტყუილად ნუ იწვალებთ
თამაშს რომ ჩართავთ და პროფილს რომ შექმნით, შემდეგ გადმოწერთ ამ ფაილს
http://uglt.org/downloads/georgian.scs და ჩააგდებთ My Documents\Euro Truck Simulator 2\mod საქაღალდეში, შემდეგ სამუშაო მაგიდაზე გამოტანილ მალსახმობს დააწვებით თაგვის მარჯვენა ღილაკით და Properties-ში იმ ზოლზე, სადაც გამშვები ფაილის მისამართი წერია ბოლოში "-ის მერე მიუწერთ -force_mods, ანუ უნდა გამოვიდეს დაახლოებით ასე: "D:\Games\euro truck2\bin\win_x86\eurotrucks2.exe" -force_mods
ამ ყველაფრის მერე ჩართავთ თამაშს, შეხვალთ Options > Gameplay და Languages-ში მიუთითებთ ქართულს
სულ ეს არის, თუ რაიმე ვერ გაიგეთ დაწერეთ და დაგეხმარებით ყველას! ახლა კი ცოტაოდენი სქრინშოტი