Search the Community
Showing results for tags 'უფრო სწორედ გლუკოფონი'.
-
გაგიმარჯოთ! რკინისგან სხვადასხვა ნახელავების გარდა , მუსიკალურ სფეროშიც მოვსინჯე ხელი და დავამზადე, რადგან ამ ინსტრუმენტს არ უნდა მუსიკალური განათლება და მხოლოდ რიტმის გრძნობაა საჭირო, საჩემო კანდიდატი იყო , მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ რიტმის გრძნობა და მე 2 სხვადასხვა სამყაროა "ჰანგის" ბევრნაირი ნაირსახეობაა , ეს კი ერთ-ერთი მათგანია - "გლუკოფონი " http://ru.wikipedia.org/wiki/Глюкофон ჩუქდება დეტალები თემის ბოლოსკენ რა ვიდეთიც ვიხელმძღვანელე გახლდათ ეს: მაგრამ ამ ვიდეოში არ არის მთავარი ასპექტი ნახსენები, რაც ხმას ძალიან აფუჭებს(თემის ბოლოსკენ ავხსნი) მაშ ასე, დაგვჭირდება გაზის ბალონი, პატარა და დანარჩენი სურათებზეა: ეს ნივთი რომ დავამზადე, ზამთარი იყო, მას მერე კაი ხანი გავიდა, რიტმის აღქმა კი იმავე დამრჩა გამოწვა აუცილებელია პროპანის სუნის მოსაშორებლად + არ დაგავიწყდეთ გამწოვის ჩართვა , თავის გარაშკურკვა: და მივედი უკვე ფირფიტის ამოჭრაზე: პერიმეტროლოგია გახაზვოლოგია და რაც აფუჭებს ხმას და არაა ნათქვამი ვიდეოში: სურათზე სალტესავით რომ არის მეტალი ბალონში, ეგ არის მოსაშორებელი ჩაქუჩი და სტამესკით, რადგან დაკვრისას რეზონირებს და დამატებით ხმას აძლევს. ამოჭრა: ამოჭრისას ხერხის პირმაც განიცადა მოდინგი,დაბლაგვდა კიდეც და გადავლესე.. და გადავედი ისევ ამოჭრაზე: დასაკრავად დაგჭირდებათ კაუჩუკის ბურთზე წამოცმული ჯოხები, უფრო სუფთა და ხმამაღალ ხმას იძლევა, მე ამწუთას თითის მეტი არაფერი მქონდა (ფრჩხილი ხვდებოდა დაკვრისას და ხმაც მაგიტომაა მაგ "აქცენტით") . გაჩუქება შედგება ზეგ ხმის მიცემით(), მსურველებმა დაწერეთ ვინც გინდათ მიიღოთ მონაწილეობა ამავე თემაში.