Search the Community
Showing results for tags 'რეგი'.
-
ამ თემაში გავაზიაროთ ჩვენთვის საყვარელი მუსიკები, რომლებიც შესრულებულია ამ ჟანრში. არამგონია ბევრი უსმენდეს რეგეის, მაგრამ ვნახოთ რამდენი ვართ )) ახლა კი ცოტაოდენი ინფორმაცია Reggae მუსიკის შესახებ: იამაიკაში 1960-იან წლებში ამერიკული მუსიკალური მიმდინარეობების სოულის, ქანთრის, R&B-ის და ჯაზის ზეგავლენით წარმოიშვა რეგი, რომლიც როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ მიმდევრობად განვითარდა. სახელ რეგის („Reggae“) წარმოშობა უცნობია. პირველად სიტყვა რეგი იქნა „Do the Reggay“ -ში (1968) Toots and the Maytals მიერ მოხენიებული მაგრამ პირველ რეგი სიმღერად ითვლება Lee Perry-ის „People funny boy“ (1968). 1968 წელს Desmond Dekke მიერ შესრულებული „The Israelites“ სიმღერა იქცა რეგის პირველ ჰიტად, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანულ და გერმანულ ჩარტში. რეგის რასტაფართან (რელიგიური მიმდევრობა) დაკავშირება მოხდა იამაიკელი მუსიკოს და ეროვნული გმირის ბობ მარლის მიერ. რეგეის ტექსტები ეხება უმთავრესად სოციალურ პრობლემებს, ასევე ხშირად გვხვდება სიყვარულის, მშვიდობის და ერთიანობის (love, peace & unity) შესახებ, საკმაოდ პოპულარულია თემა „მარიხუანა“. რეგის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებები: ადრეული რეგი (Early Reggae) რუტს რეგი (Roots-Reggae) ბრიტანული რეგი (Skinhead Reggae) დაბი (Dub) დანსჰოლი იგივე რაგა (DanceHall,Ragga) რეგატონი (Reggaeton) პირველი ქართული რეგი ჯგუფია REGGAEON (მე ერთგული მსმენელი ვარ ) ეს კი რამოდენიმე სიმღერა მათი შესრულებით: